„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016576
22
24/11/2023
ვებგვერდი, 27/11/2023
010250050.35.166.016576
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2023 წლის 24 ნოემბერი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები  „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022  წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 23.12.2022, 010250050.35.166.016551) და დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის:  

1. დანართი 4  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი

ოჯახების გადაუდებელი დახმარება

(პროგრამული კოდი 06 02 05)

მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი

1. ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი

1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა  გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველადი საჭიროების მქონე  ბავშვიანი ოჯახი, რომელიც შეფასებულია მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებებისა და ზიანის გამოხატული რისკის მქონედ:

ა) ოჯახი, რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;

ბ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;

გ) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;

დ) ოჯახი, რომელიც განცხადების შემოტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ე) ოჯახი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს სარეიტინგო ქულა გადამოწმების მიზნით.

ვ) ოჯახი, რომელმაც მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით და არ არის ამოწურული კანონმდებლობით განსაზღვრული ქულის მინიჭების ვადა;

2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:

ა) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;

დ) არასრულწლოვნის რეგისტრაციის/საინფორმაციო ბარათი;

ე) მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება ოჯახის შეფასების შესახებ;

ვ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების ასლი სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის   მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან ბავშვის რეინტეგრაციის შესახებ;

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ  (საჭიროების შემთხვევაში).

მუხლი 3. ქვეპროგრამის ღონისძიებები

1. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით საკვები პროდუქტებით, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებით და სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფა. ერთ ოჯახზე  მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. ერთჯერადად    საქონლის ღირებულება წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.

2. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო  ნივთებით  (საწოლი, სკამი, მაგიდა და სხვა) უზრუნველყოფა. საქონლის ღირებულება წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 700 ლარს. საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი.

3. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა და სხვა) უზრუნველყოფა. საქონლის ღირებულება წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს. საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი.

მუხლი 4. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი