საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის კურორტების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.024.016832
1-1/464
24/11/2023
ვებგვერდი, 27/11/2023
010020000.22.024.016832
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის კურორტების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/464

2023 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების პირველი მუხლისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვალის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა) ემბლემა ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – კურორტების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი