„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 120020000.10.003.024292
459
22/11/2023
ვებგვერდი, 24/11/2023
120020000.10.003.024292
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №459

2023 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2017, 120020000.10.003.020007) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრისა და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოების, გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ლაშა დარსალია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი;

ნოდარ ხორბალაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

თედო გორგოძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

ვახტანგ ტყეშელაშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის ტექნიკური მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

ქეთევან სარაჯიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ირაკლი გოცაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტი;

გალაქტიონ ხახუბია – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის კოორდინატორი, კომისიის წევრი, ექსპერტი;

ნიკოლოზ აზნაურაშვილი – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ბიბო პაპიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი, კომისიის წევრი;

ლაშა მარტიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი, კომისიის წევრი;

კარლო ცქიტიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

ირმა გაბუნია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, კომისიის წევრი;

გურამ დავითაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი, კომისიის წევრი;

ზვიად ზვიადაძე – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ანდრო ასლანიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი, კომისიის წევრი;

მინდია გრძელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო საბაჟო, სანიტარიულ-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

მერაბ არახამია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი, ექსპერტი;

ალექსანდრე მოწონელიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

გიზო ჭელიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

კახა ხანდოლიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

მანუჩარ დათიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი