დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი ფორმა №2 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017105 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი ფორმა №2 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 8 აპრილის №01-31/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 08/04/2022; 470230000.22.035.016960) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) მიმღები პირი არის ელექტრონულ რეცეპტში მითითებული პაციენტი, ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) შეძენის მიზნით, მან პასუხისმგებელ პირს უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „41. თუ ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) მიმღები პირი არ არის ელექტრონულ რეცეპტში მითითებული პაციენტი, ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) შეძენის მიზნით, მან პასუხისმგებელ პირს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, უნდა წარუდგინოს პაციენტის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა და მისი ასლი, რომელიც რჩება რეალიზატორთან (ინახება 3 კალენდარული წლის განმავლობაში) და შესაბამისი დოკუმენტის რეკვიზიტები მიეთითება რეალიზატორის მიერ ელექტრონულ სისტემაში, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, რეცეპტის მატერიალურად წარდგენის შემთხვევაში ასევე გამოიყენება ამავე პუნქტით განსაზღვრული წესი.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) მიმღებ პირად ითვლება ელექტრონულ რეცეპტში მითითებული პაციენტი, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან მისი მინდობილობით აღჭურვილი პირი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები