დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 22/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300350000.16.009.016649 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:
ა) მე-17 მუხლის: ა.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ მომხმარებლის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, რომელიც მარაგდებოდა ელექტროენერგიით, ახალი მშენებლობის შედეგად განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე ვრცელდება ახალი ობიექტის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელთან. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ობიექტიდან გამოყოფის შედეგად ახალი ობიექტ(ებ)ის მიერთების და არსებული მისაერთებელი სიმძლავრით სარგებლობის სპეციალური პირობა მოცემულია ამ მუხლის მე-9 და 181 პუნქტებში.“; ა.ბ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ამ მუხლის მე-9 და 181 პუნქტებში მოცემული წესი ასევე ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ობიექტის (მათ შორის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის) ტერიტორიაზე უძრავი ქონების ინდივიდუალურ მომარაგებაზე (გარდა გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულ ობიექტზე, ახალი მშენებლობის შედეგად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განვითარების შემთხვევისა).“; ა.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს წესების №3 დანართით, ხოლო ჭკვიანი მრიცხველებით გამრიცხველიანებულ ობიექტზე გაყოფის შემთხვევაში – დანართი №4-ით განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის საფასური (წესების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის პროცედურის შესაბამისად), თუ: ა) ადგილი აქვს 0-დან – 10 კვტ-მდე სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან – 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას; ბ) 10 კვტ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ სიმძლავრით მომარაგებისთვის; გ) შენობა-ნაგებობაში არსებული ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონება მარაგდება ელექტროენერგიით (რეგისტრირებული აბონენტის მეშვეობით), ადგილი აქვს ამ შენობა-ნაგებობაში ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან ინდივიდუალურად მიერთების მოთხოვნას და ამ ობიექტის არანაკლებ 10 კვტ. სიმძლავრით მომარაგებისთვის საჭიროა მხოლოდ აღრიცხვის კვანძის მოწყობა.“; ა.დ) მე-18 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი: „181. როდესაც გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობათა ერთიან კომპლექსში, უძრავი ქონების (აბონენტის) გამოყოფის შედეგად ადგილი აქვს ახალი ობიექტ(ებ)ის მიერთების მოთხოვნას, ამ ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება შესაძლებელია ინდივიდუალური ან ერთობლივი განაცხადის საფუძველზე, თუ ეს მოთხოვნა არ იწვევს ამ შენობა-ნაგებობის ან შენობა-ნაგებობათა ერთიანი კომპლექსის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას ან/და უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლას (შენობა-ნაგებობათა ერთიანი კომპლექსის მომარაგებისთვის განკუთვნილი გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციას ან/და გაძლიერებას). წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ახალი ობიექტ(ებ)ის ინდივიდუალური მიერთება უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის ან/და უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის პროცესში, ისე როგორც ეს მოცემულია წესების მე-20 მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით.“; ა.ე) მე-19 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი: „191. როდესაც გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ობიექტის (მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის) ტერიტორიაზე ახალი ობიექტის (უძრავი ქონების) ინდივიდუალური მომარაგებისთვის აუცილებელია მესამე პირის მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის ქსელის გამოყენება, ელექტროენერგიის ქსელის მფლობელსა და სისტემის ოპერატორს შორის ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობასა და თმენასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესების 28-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.“. ბ) მე-18 მუხლის: ბ.ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცესი არ არის დაკავშირებული მისაერთებელ ობიექტზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულებაზე მიერთებასთან ან ამ მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების პირობასთან. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის ქსელთან მიერთება განახორციელოს შეუფერხებლად.“; ბ.ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მომხმარებელსა და სისტემის ოპერატორს შორის გამანაწილებელ ქსელის მოწყობაზე პასუხისმგებლობის ზღვარი (წერტილი) განისაზღვრება აღრიცხვის კვანძით, რომელსაც უერთდება მომხმარებლის შიდა ქსელი. სისტემის ოპერატორს არ გააჩნია აღრიცხვის კვანძიდან გამომავალი შიდა ქსელის მოწყობისა და მოვლის ვალდებულება, მის მოწყობასა და სწორ ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.“. გ) 21-ე მუხლის: გ.ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: „41. „გამანაწილებელ ქსელში ინვერტორის საშუალებით ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმულ სიმძლავრედ განისაზღვრება ინვერტორის ცვლადი დენის მხარეს არსებული დადგმული სიმძლავრე. 42. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური ქსელში ჩართულია ერთზე მეტი ინვერტორის საშუალებით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე განისაზღვრება ინვერტორების ცვლადი დენის მხარეს არსებული, დადგმულ სიმძლავრეთა ჯამით“; გ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 8 პროცენტს. სისტემის ოპერატორის წლიური პიკური დატვირთვა განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა წლის მონაცემების საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 7 პროცენტის ათვისების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ მარეგულირებელ კომისიას.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები