დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 439 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017762 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საგადასახადო აღრიცხვა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის ნაცვლად, შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსთვის ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის საფუძველზე. საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე ფიზიკური პირის ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვა ასევე წარმოადგენს ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის მოთხოვნას. ცალკეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის ნაცვლად პირს მოსთხოვოს №I-01 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა.“. 2. მე-11 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლა, გარდა ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის ან №I-07 დანართის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის ნაცვლად პირს მოსთხოვოს №I-07 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისის/სამსახურის ვებგვერდის/განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები