„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 127/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018382
127/ნ
28/11/2023
ვებგვერდი, 29/11/2023
430010000.22.022.018382
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №127/ნ

2023 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“:

1. 39​​2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 393 მუხლი:

„393. აბიტურიენტების შესახებ მონაცემების დამუშავება

1. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სასწავლო პროცესის შეფასებისა და სამინისტროსათვის რეკომენდაციების მიწოდებისათვის, აგრეთვე აბიტურიენტების შედეგებს შორის სხვაობების შესამოწმებლად ქალაქის, სოფლის, დაბის, მუნიციპალიტეტის დონეზე, ცენტრი უფლებამოსილია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება აბიტურიენტებმა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დაცული ელექტრონული დოკუმენტის სახით სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიაწოდოს შესაბამის წელს რეგისტრირებული აბიტურიენტების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი და, არსებობის შემთხვევაში, პირადი ნომერი), ხოლო სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იმავე ფორმით მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ (დასახელება და მისამართი), სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება აბიტურიენტებმა.

3. ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება აბიტურიენტებმა, გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებისთანავე ცენტრი უზრუნველყოფს მის შენახვასა და შემდგომ გამოყენებას პირთა იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.“.

2. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-ე პუნქტი:

„51. ამ დებულების 393 მუხლით გათვალისწინებული მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება 2019-2023 წლების ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გამოსულმა აბიტურიენტებმა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი