„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32-88
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.101.017154
32-88
21/11/2023
ვებგვერდი, 22/11/2023
330090020.35.101.017154
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32-88

2023 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის  15 მარტის №39-18  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 20/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.101.016587) და დადგენილების:

ა) პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  გრაფიკული  ნაწილი  – რუკა (დანართი №1)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის ცვლილების საინფორმაციო მასალა);

ბ) პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (დანართი №1.8)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ)  პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თბილისის შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა  (დანართი №1.11)“ ჩამოყალიბდეს  თანდართული რედაქციით;

დ) პირველი მუხლის „ბ“ პუქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2) 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის:

1. „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) არეალში განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში, საპროექტო არეალში ან მის გარეთ მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაკმაყოფილებისას, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია,  გადასაცემი ფართები მოიყვანოს არანაკლებ ე.წ. თეთრ კარკასულ მდგომარეობაში. ამასთან,  მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია, პროექტის განმახორციელებელი პირის სასარგებლოდ უარი თქვას სამშენებლო მოცულობის პროცენტულობიდან (18%) მისთვის გადასაცემი ფართების,  ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან მისი ნაწილის საკუთრებაში მიღებაზე ან/და განახორციელოს პროექტის განმახორციელებელ პირზე მათი პრივატიზაცია, პირდაპირი განკარგვის წესით, პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ, საკუთარი ხარჯით, პროექტში შესაბამის მესაკუთრეთა (მფლობელთა) ფართების რემონტის უზრუნველყოფის მიზნით. ამ პუნქტის მიზნებისთვის,  გადასაცემი ფართის ღირებულება განისაზღვროს არანაკლებ სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტირებული სხვა ექსპერტის/აუდიტორის/საექსპერტო/აუდიტორული კომპანიის მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, ხოლო რემონტის ღირებულება და სტანდარტი განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად.  

2)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

„გ) ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია: 

დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ  არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია:  

ა) თემატურ რუკაზე მონიშნულ „A“ არეალზე განვითარება დასაშვებია მხოლოდ  განაშენიანების რეგულირების გეგმების შესაბამისად, გზათა ქსელის გათვალისწინებით; ასევე,  დასაშვებია დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში  დემონტაჟის განხორციელების პირობით;

ბ) გარდა „A“ (განაშენიანების რეგულირების გეგმების) არეალისა, სამშენებლოდ განვითარება  დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების ან/და  ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შესაბამისად.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე