დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32-85 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017152 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/10/2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017140) და დადგენილების:
1. პირველის მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამა რთლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის“: ა) მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგზაო მოძრაობის ორგანიზების მუდმივი ან მუდმივი და დროებითი სქემების შეთანხმება: ა) 3 დღეში – 1000 ლარი; ბ) 10 დღეში – 500 ლარი; გ) ერთ თვეში – უფასო. 4. საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის შეთანხმება: ა) 12 საათამდე ვადით: ა.ა) ერთ დღეში – 300 ლარი; ა.ბ) 5 დღეში – 150 ლარი; ა.გ) 10 დღეში – 100 ლარი; ა.დ) ერთ თვეში – უფასო; ბ) ერთი კვირით (7 კალენდარული დღით): ბ.ა) ერთ დღეში – 500 ლარი; ბ.ბ) 5 დღეში – 300 ლარი; ბ.გ) 10 დღეში – 150 ლარი; ბ.დ) ერთ თვეში – უფასო; გ) ერთ კვირაზე (7 კალენდარულ დღეზე) მეტი ვადით: გ.ა) ერთ დღეში – 700 ლარი; გ.ბ) 5 დღეში – 500 ლარი; გ.გ) 10 დღეში – 300 ლარი; გ.დ) ერთ თვეში – უფასო.“; ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-44 პუნქტები: 41. განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების განხილვა: ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე: ა.ა)10 დღეში – 5000 ლარი; ა.ბ) 30 დღეში – 3000 ლარი; ა.გ) 3 თვეში – უფასო; ბ) ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით: ბ.ა) 10 დღეში – 10000 ლარი; ბ.ბ) 30 დღეში – 6000 ლარი; ბ.გ) 3 თვეში – უფასო; გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე: გ.ა) 10 დღეში – 20000 ლარი; გ.ბ) 30 დღეში – 12000 ლარი; გ.გ) 3 თვეში – უფასო. 42. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების კორექტირებული პროექტის განხილვა: ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე: ა.ა)10 დღეში – 5000 ლარი; ა.ბ) 30 დღეში – 3000 ლარი; ა.გ) 3 თვეში – უფასო; ბ) ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით: ბ.ა) 10 დღეში – 10000 ლარი; ბ.ბ) 30 დღეში – 6000 ლარი; ბ.გ) 3 თვეში – უფასო; გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე: გ.ა) 10 დღეში – 20000 ლარი; გ.ბ) 30 დღეში – 12000 ლარი; გ.გ) 3 თვეში – უფასო. 43. განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა: ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე: ა.ა) 10 დღეში – 7500 ლარი; ა.ბ) 30 დღეში – 5000 ლარი; ა.გ) 3 თვეში – უფასო; ბ) ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით: ბ.ა) 10 დღეში – 15000 ლარი; ბ.ბ) 30 დღეში – 10000 ლარი; ბ.გ) 3 თვეში – უფასო; გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე: გ.ა) 10 დღეში – 30000 ლარი; გ.ბ) 30 დღეში – 20000 ლარი; გ.გ) 3 თვეში – უფასო. 44. განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის განხილვა: ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე: ა.ა) 10 დღეში – 7500 ლარი; ა.ბ) 30 დღეში – 5000 ლარი; ა.გ) 3 თვეში – უფასო; ბ) ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით: ბ.ა) 10 დღეში – 15000 ლარი; ბ.ბ) 30 დღეში – 10000 ლარი; ბ.გ) 3 თვეში – უფასო; გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე: გ.ა) 10 დღეში – 30000 ლარი; გ.ბ) 30 დღეში – 20000 ლარი; გ.გ) 3 თვეში – უფასო;“; გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები