დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/461 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016831 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის № 1-1/642 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 22/11/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016474) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციის მიზნებია საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარების საფუძველზე ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ან/და სხვა შემოსავლის წყაროს საშუალებით, საქართველოს პოპულარიზაციისა და საერთაშორისო და შიდა ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი კომერციული ან/და არაკომერციული ხასიათის ღონისძიებების რეკლამა/პროპაგანდა, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა.“. 2. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სახელმწიფოს ან/და კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა, მათ შორის მათი დაფინანსების გზით. თითოეულ ღონისძიებაზე დაფინანსება გაიცემა საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები