დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 14 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 15/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.22.029.007.127 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.127
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №167
2005 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 14 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ანსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 14 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 26.01.2005 წ., №9, მუხ. 97) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამმართველო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე (ბაღდათის, ზესტაფონის, ხარაგაულის, სამტრედიის, ხონის, ვანის, წყალტუბოს, ტყიბულის, ჭიათურის, საჩხერის, თერჯოლის, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის რაიონები და ქალაქი ქუთაისი) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), რეპატრიანტთა, სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთა უფლებების დაცვას.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები