აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/456
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/11/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2023
სარეგისტრაციო კოდი
1-1/456
17/11/2023
ვებგვერდი, 21/11/2023
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/456

2023 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 25 სექტემბრის №01/1936, 28 სექტემბრის №01/1988 და 28 სექტემბრის 01/1989  განცხადებები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს - ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის, ლოტი 1 (კმ.0+000-კმ.5+800)  მშენებლობა/მოდერნიზაციას, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 საავტომობილო სატრანზიტო კორიდორის შემადგენელ ერთ-ერთ სეგმენტს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისათვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება E-60 და E-70 სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი მაგისტრალების მოდერნიზაციას, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზის სხვადასხვა სეგმენტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტები. სწორედ აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში იგეგმება ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის, ლოტი 1 (კმ.0+000-კმ.5+800) მშენებლობა/მოდერნიზაცია, რომელიც წარმოადგენს E-60 საავტომობილო სატრანზიტო კორიდორის შემადგენელ ერთ-ერთ სეგმენტს. აღნიშნული მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ მონაკვეთზე გაივლის ყველა ის სატრანზიტო ავტოტრანსპორტი, რომელიც მოძრაობს ევროპიდან, თურქეთიდან, ბათუმის, ფოთის  პორტებიდან თბილისის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, შუა აზიისა და რუსეთის მიმართულებით. საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა მკვეთრად გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას, სიჩქარესა და გზის გამტარუნარიანობას. ასევე, დადებითი ეფექტი ექნება მოძრაობის უსაფრთხოების კუთხითაც. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კონკურენტუნარიანობის გაზრდას სხვა კორიდორებთან მიმართებაში. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობით გაიზრდება შავი ზღვის პორტის მეშვეობით შემომავალი ტვირთის, რომელიც მოძრაობს ევროპიდან შუა აზიის მიმართულებით და პირიქით, გამტარუნარიანობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. დამატებით, გზის მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება ახალი ოპტიმალური ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის პროქტირება ზემო ოსიაურიდან ჩუმათელეთამდე, რომელიც იქნება ტექნიკურად უსაფრთხო და ეკონომიკურად უპირატესი ვარიანტი. ეს გადაწყვეტილება დაფუძნებულია ტექნიკურ, გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკნომიკურ ანალიზსა და შეფასებაზე. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:

1. გიორგი ქურდაძის (პ/ნ 57001050465), ნონა ქურდაძის (პ/ნ 57001031728), ზურიკო ქურდაძის, (პ/ნ 57001038769), ქეთევან ქურდაძის (პ/ნ 57001035850) და ხათუნა ქურდაძის (პ/ნ 57001040082) თანასაკუთრებაში არსებულ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქემფერში მდებარე 3690 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 69.10.58.390) ნაწილის - 402 კვ. მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.  

2. გივი ხაჩიძის (პ/ნ 57001010126), გიორგი ხაჩიძის (პ/ნ 57001041268), მარინე მარგველაშვილის (პ/ნ 57001033105) და ნინო ხაჩიძის (პ/ნ 57001046438) თანასაკუთრებაში არსებულ, ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამში, კაკალათხევში მდებარე 6322 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 69.04.65.116) ნაწილის - 1 497 კვ. მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურის  ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

3. ცირა ჩაჩანიძის (პ/ნ 57001000378), ინგა ჩაჩანიძის (პ/ნ 57001032948), ირაკლი ჩაჩანიძის (პ/ნ 57001002692) და ნანული დუნდუას (პ/ნ 57001022828) თანასაკუთრებაში არსებულ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სურამის საკრებულოს, სოფელ კაკალათხევში მდებარე 1275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 69.04.65.539) ნაწილის - 493 კვ.მ. მიწის ნაკვეთის  და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის (ლოტი 1 (კმ 0+000-კმ 5+800) მშენებლობა/ მოდერნიზაციის  პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქემფერში მდებარე 3690 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 69.10.58.390) თანამესაკუთრეები არიან: გიორგი ქურდაძე (პ/ნ 57001050465), ნონა ქურდაძე (პ/ნ 57001031728), ზურიკო ქურდაძე, (პ/ნ 57001038769), ქეთევან ქურდაძე (პ/ნ 57001035850) და ხათუნა ქურდაძე (პ/ნ 57001040082).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი ქურდაძის, ნონა ქურდაძის, ზურიკო ქურდაძის, ქეთევან ქურდაძის  და ხათუნა ქურდაძის თანასაკუთრებაში არსებულ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქემფერში მდებარე 3690 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 69.10.58.390) ნაწილი - 402 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურა.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამში, კაკალათხევში მდებარე 6322 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 69.04.65.116) თანამესაკუთრეები არიან: გივი ხაჩიძე (პ/ნ 57001010126), გიორგი ხაჩიძე (პ/ნ 57001041268), მარინე მარგველაშვილი (პ/ნ 57001033105) და ნინო ხაჩიძე (პ/ნ 57001046438).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გივი ხაჩიძის,  გიორგი ხაჩიძის, მარინე მარგველაშვილის, და ნინო ხაჩიძის თანასაკუთრებაში არსებული, ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამში, კაკალათხევში მდებარე 6322 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 69.04.65.116) ნაწილი - 1 497 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურა.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სურამის საკრებულოს, სოფელ კაკალათხევში მდებარე 1275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 69.04.65.539) თანამესაკუთრეები არიან: ცირა ჩაჩანიძე (პ/ნ 57001000378), ინგა ჩაჩანიძე (პ/ნ 57001032948), ირაკლი ჩაჩანიძე (პ/ნ 57001002692) და ნანული დუნდუა (პ/ნ 57001022828).  

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ცირა ჩაჩანიძის, ინგა ჩაჩანიძის, ირაკლი ჩაჩანიძის  და ნანული დუნდუას თანასაკუთრებაში არსებული ხაშურის მუნიციპალიტეტის, სურამის საკრებულოს, სოფელ კაკალათხევში მდებარე 1275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 69.04.65.539) ნაწილი - 493 კვ. მ. მიწის ნაკვეთი  და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურა.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის. 

ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთანან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."  

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის  2 ნოემბრის  ოქმის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1 E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის (ლოტი 1 (კმ 0+000-კმ 5+800)) მშენებლობა/ მოდერნიზაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

1.1. გიორგი ქურდაძის (პ/ნ 57001050465), ნონა ქურდაძის (პ/ნ 57001031728), ზურიკო ქურდაძის (პ/ნ 57001038769), ქეთევან ქურდაძის (პ/ნ 57001035850) და ხათუნა ქურდაძის (პ/ნ 57001040082) თანასაკუთრებაში არსებულ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერში მდებარე 3690 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 69.10.58.390) ნაწილზე - 402 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ერთწლიან კულტურაზე;  

1.2. გივი ხაჩიძის (პ/ნ 57001010126), გიორგი ხაჩიძის (პ/ნ 57001041268), მარინე მარგველაშვილის (პ/ნ 57001033105) და ნინო ხაჩიძის (პ/ნ 57001046438) თანასაკუთრებაში არსებულ, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, კაკალათხევში მდებარე 6322 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 69.04.65.116) ნაწილზე - 1 497 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ერთწლიან კულტურაზე;

1.3. ცირა ჩაჩანიძის (პ/ნ 57001000378), ინგა ჩაჩანიძის (პ/ნ 57001032948), ირაკლი ჩაჩანიძის (პ/ნ 57001002692) და ნანული დუნდუას (პ/ნ 57001022828) თანასაკუთრებაში არსებულ ხაშურის მუნიციპალიტეტის სურამის საკრებულოს, სოფელ კაკალათხევში მდებარე 1275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 69.04.65.539) ნაწილზე - 493 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე  და მასზე არსებულ ერთწლიან კულტურაზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

მინისტრი                                                                                                   ლევან დავითაშვილი