„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024286
451
20/11/2023
ვებგვერდი, 21/11/2023
280120000.10.003.024286
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №451 

2023 წლის 20 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2023, 280120000.10.003.023902) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“) 1.2 დანართის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

ა) 1.2.2 დანართის („აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით უზრუნველყოფის კომპონენტი“):

ა.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა ამ პროგრამის მოსარგებლე ზრდასრულ შშმ პირთა, შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მოსარგებლეთა უზრუნველყოფა აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით.“;

ა.ბ) მე-2 მუხლის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) მოსახსნელი კოლექციური კონტეინერით,  თვლები აღჭურვილი უნდა იყოს დამოუკიდებელი მუხრუჭ(ებ)ით;

ა.გ) ბარიატრიული დიაპაზონი 120 კგ-მდე მომხმარებლისთვის;“;

ა.გ) მე-3 მუხლის:

ა.გ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ზრდასრული შშმ პირები, შინმოვლის ან პერსონალური ასისტირების სერვისის ბენეფიციარები.

2. აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამი გაიცემა ეტლით მოსარგებლე ზრდასრულ შშმ პირზე, რომელსაც აღნიშნული სტატუსი დადგენილი აქვს გასული 3 წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე  მიღებული აქვს მექანიკური ან ელექტროეტლი, რის თაობაზეც ინფორმაცია დაფიქსირებულია/დასტურდება შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, ასევე აღნიშნული დამხმარე საშუალება, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა პერსონალური ასისტენტით უზრუნველყოფისა (ეტლით მოსარგებლე შშმ პირზე) და შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამების მომსახურების მიმღებ ბენეფიციარებზე.“;

ა.გ.ბ) მე-3 პუნქტის:

ა.გ.ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ.ბ.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტის  (სს ექსპერტიზის აქტის ამონაწერი − ფორმა №IV − 50/4 (ასლი)) გაცემის თარიღი უნდა იყოს განცხადების წარდგენის მომენტისთვის არაუმეტეს გასული 3 წლისა (გარდა შინმოვლით უზრუნველყოფისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამის ბენეფიციარებისა);

ე) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

ე.ა) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ე.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი;“;

ბ) №1.2.6 დანართის („ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. კომპონენტის ბიუჯეტი

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 4.0 ათასი ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი, გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა). წარდგენილი მომსახურება ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, ანაზღაურებისას შესრულებული სამუშაოს წარდგენის ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი ყავარჯნის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 60 ლარს, იდაყვის ყავარჯნის შემთხვევაში − არაუმეტეს 40 ლარს, გადასაადგილებელი ჩარჩოების შემთხვევაში − არაუმეტეს 100 ლარს.

5. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.“;

გ) №1.2.6.1 დანართის („ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი“):

გ.ა) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41. ქვეკომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1.0 ათასი ლარით.“;

გ.ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ზრუნვის სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების გზით შეისყიდის ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტით გათვალისწინებულ საქონელს (მომსახურებას) ამავე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისათვის.“.

2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა. მათი ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ზრუნვის სააგენტოში მიმართვისა და №1.4 დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროების საფუძველზე. შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი) მიერ არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია, ბენეფიციარს მომსახურება გაუგრძელდეს 18 წლის შესრულების თვიდან არაუმეტეს 23 თვის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში, ბავშვი, რომელიც საჭიროებს სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მისი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა, თანდართული ლიმიტების გათვალისწინებით, ერთდროულად ამ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 130-ს:

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ლიმიტი

ქ. თბილისი

80

თელავის მუნიციპალიტეტი

10

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

10

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

10

ქ. ბორჯომი

10

მარნეულის მუნიციპალიტეტი

    10.“;

                  

ბ) №2.14 დანართის („ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება შეადგენს თითოეულ ბენეფიციარზე დღეში 180 ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი