დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 454 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024283 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) გორის მუნიციპალიტეტის მერიის ან მის მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნუმერაცია უნდა იწყებოდეს 6000000000-იდან.“; ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ტრანსპორტირების დაწყების შემდეგ დეპარტამენტის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში ინფორმაციის არასწორად ან არასრულყოფილად ასახვის შემთხვევის გამოვლენისას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ზომების გატარების (მათ შორის, სასამართლოს ან უფლებამოსილი ორგანოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილების) ან შესაბამისი დოკუმენტის (აქტის) შედგენის შემდეგ, დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ, კომპეტენციის შესაბამისად, ეცნობება სააგენტოს ან დაცული ტერიტორიების სააგენტოს ან აჭარის სატყეო სააგენტოს ან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას ან გორის მუნიციპალიტეტის მერიას ან მის მიერ უფლებამოსილ იურიდიულ პირს არასწორი ან არასრულყოფილად შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაუქმების ან/და ახალი დოკუმენტის შევსების მიზნით.“. 2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) გორის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები