დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017418 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/04/2018, 140130000.22.034.016746) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ – სამინისტროს დანაყოფები) ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;“. 2. მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით სტატისტიკის წარმოებას, ანალიტიკური პროდუქტების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, აგრეთვე მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში;“. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილება;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ანალიტიკური სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში: ა) საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საპოლიციო სფეროში, პოლიტიკის ანალიზის შესწავლის და ფორმირების მიზნით, სამინისტროს დანაყოფებიდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვს სტატისტიკურ და ანალიტიკურ ინფორმაციას, ამასთან უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მიღებას და მის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური და კვლევითი ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას; ამ ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს ხელმძღვანელობისა და საჭიროებისამებრ დანაყოფების ინფორმირებას; ბ) საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საპოლიციო სფეროში, პოლიტიკის ანალიზის შესწავლის და ფორმირების მიზნით, ახდენს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს; აიდენტიფიცირებს და აანალიზებს სამინისტროს წინაშე, საშინაო და საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს; გ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სამინისტროს დანაყოფების ინფორმირების მიზნით შეისწავლის სამინისტროს კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს და ანალიზის შედეგად განსაზღვრავს სისტემის წინაშე არსებულ რისკებსა და საფრთხეებს; რისკებსა და საფრთხეებზე რეაგირების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; დ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სტრატეგიულ დონეზე აფასებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას და ახდენს მის ანალიზს; კრიმინალთან ბრძოლის კუთხით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ე) საპოლიციო საქმიანობის სტრატეგიული ანალიზის მიზნით, უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციას, შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, რის საფუძველზეც შეიმუშავებს რეკომენდაციებს და განსაზღვრავს სამინისტროს იმ დანაყოფების სამოქმედო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ასევე ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს; ვ) უზრუნველყოფს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის ორგანიზებასა და კოორდინირებას, სისტემის ანალიტიკური საქმიანობის მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სამინისტროში ანალიტიკური საქმიანობის განვითარების მიზნით გასცემს რეკომენდაციებს; სტრატეგიული შეფასების შედეგად განსაზღვრავს საპოლიციო საქმიანობის მართვის სტრატეგიის პრიორიტეტებს და გასცემს რეკომენდაციებს საპოლიციო საქმიანობის ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის შესახებ; ზ) უზრუნველყოფს ანალიტიკური კვლევების ჩატარებას და ამ მიზნით, ამზადებს წინადადებებს სათანადო კომპეტენციის მქონე პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ; თ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით სტრატეგიულ დონეზე აფასებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას, ახორციელებს ცალკეული დანაშაულის სისტემატურ ანალიზს, შეისწავლის დანაშაულის მატება-კლების ტენდენციებს და მის ხელშემწყობ ფაქტორებს, ანალიზის საფუძველზე გასცემს რეკომენდაციებს; ი) ახორციელებს საერთაშორისო კრიმინოგენული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების/ტენდენციების კვლევასა და შეფასებას; საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულების ანალიზს, აფასებს დანაშაულებრივი ქმედებების გავლენას ქვეყნის კრიმინოგენულ ვითარებაზე; ამზადებს ანგარიშებსა და შესაბამის რეკომენდაციებს; კ) ეროვნულ დონეზე საპოლიციო სფეროში პოლიტიკის ანალიზის მიზნით, შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე თუ პოტენციურ გამოწვევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს; საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს კოორდინაციას სამინისტროს დანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან; ლ) ეროვნულ დონეზე, საპოლიციო სფეროში, უზრუნველყოფს ანალიტიკური პროდუქტების დამუშავების ტექნიკის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და შესაბამისი მეთოდების დანერგვას; მ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, საპოლიციო სფეროში, კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულ საფუძველზე ახორციელებს არსებული ტენდენციების შესწავლას, რისკებისა და საფრთხეების გამოვლენას, მათ ანალიზს და შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტების მომზადებას; ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ანალიტიკური კვლევების ჩატარებას სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დანაყოფების ინფორმირების მიზნით; ო) სამინისტროს სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინირებით ამუშავებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციას, სტატისტიკურ მონაცემებს და ანალიზის შედეგად იდენტიფიცირებული საფრთხეებისა და რისკების შესაბამისად, შემდგომი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით გასცემს რეკომენდაციებს; პ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მონიტორინგში; ჟ) უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მიერ შევსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების რაოდენობრივ და შინაარსობრივ მონიტორინგს; რ) უზრუნველყოფს „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შავი წერტილების იდენტიფიცირებას; ს) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ მიღებული მონაცემების ანალიზს, შესაბამისი ანალიტიკური დოკუმენტებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას; ტ) უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას; უ) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ არსებული ბაზების/პლატფორმების ფუნქციონირებას და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი პლატფორმების კონცეფციების შემუშავებას; ფ) განიხილავს საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტებს, საჭიროებისამებრ შეიმუშავებს შესაბამის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს; ქ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 6 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები