„მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 961
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100060040.22.027.017449
961
02/12/2023
ვებგვერდი, 04/12/2023
100060040.22.027.017449
„მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №961

2023 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №157 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 100060040.22.038.016411) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და 1121 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული  წესის (დანართი №1):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მსჯავრდებული ასრულებს ანაზღაურებად სამეურნეო სამუშაოს, იმ დაწესებულებაში, რომელშიც „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების შესაბამისად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი:

ა) 1000 და მეტი ბრალდებულია/მსჯავრდებულია, სამუშაო ჯგუფის უფროსის ანაზღაურება თვეში შეადგენს 450 ლარს, სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილის – 425 ლარს, ხოლო სამუშაო ჯგუფის წევრი სხვა მსჯავრდებულის – 400 ლარს;

ბ) 1000 ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ნაკლებია, სამუშაო ჯგუფის უფროსის ანაზღაურება თვეში შეადგენს 350 ლარს, სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილის – 325 ლარს, ხოლო სამუშაო ჯგუფის წევრი სხვა მსჯავრდებულის – 300 ლარს.“.

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებულების რეესტრს აწარმოებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, ხოლო ტაბელს – დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე