დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ მიწის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1403 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 14/09/1987 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1987 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ მიწის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების მე-15 და 36-ე მუხლებში ცვლილებების შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1971 წლის 13 ივლისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ მიწის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ., № 7, მუხ. 124; 1980 წ., №5, მუხ. 156) შემდეგი ცვლილებები:
38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3) კომლის ან ოჯახის ყველა წევრი გადავიდა სხვა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, ამ კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა“;
82-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების მემკვიდრეობით გადასვლის შემთხვევებში მემკვიდრეებს, თუ მათ არა აქვთ დადგენილი წესით საკარმიდამო ნაკვეთის მიღების უფლება, აგრეთვე ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დაბებში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც სოფელ ადგილას სეზონურად ან დროებით საცხოვრებლად შეიძენენ საცხოვრებელ სახლს ან რომლებსაც ამ ადგილის პირადი საკუთრების უფლებით გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, რომლის გამოყენება სურთ აღნიშნული მიზნებისათვის, სარგებლობისათვის ეძლევათ მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის შესანახად და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის სსრ კავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ოდენობით“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია
თბილისი, 1987 წლის 14 სექტემბერი
№1403-XI
დოკუმენტის კომენტარები