დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3744-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016103 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 185-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს პარლამენტი კენჭს უყრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, იმ კომისიის წევრს, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, უფლება აქვს, წერილობით ან/და ზეპირად − პლენარულ სხდომაზე წარუდგინოს პარლამენტს საკუთარი პოზიცია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3744-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები