დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილებებიის შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.158.016609 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილებებიის შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ივლისის №35 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 21/07/2016, 010250050.35.158.016307) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების გაუქმება შეუძლია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსთან შეთანხმებით, მერის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საპატიო მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს; ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს; დ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს; ე) არანაკლებ 7-კაციან საინიციატივო ჯგუფს. ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთვოდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა; ვ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს: ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ბიოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; 3. მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს სათათბირო საბჭოს. 4. სათათბირო საბჭო ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ. 5. სათათბირო საბჭოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილმა პირებმა უნდა წარადგინონ დამატებით შემდეგი დოკუმენტები: ა) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4; ბ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები