დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 44 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 15/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 400020010.16.009.016646 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
1. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:
ა) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი რედაქციის 51 პუნქტი: „51. წესებით განსაზღვრული, მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემა (ჭკვიანი მრიცხველი) უნდა მოეწყოს 2024 წლის 1 ივლისიდან ქალაქ თბილისში, რუსთავსა და ბათუმში, 2025 წლის 1 ივლისიდან ყველა თვითმმართველ ქალაქში, ხოლო 2026 წლის 1 ივლისიდან – ყველა სხვა მუნიციპალიტეტში: ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებას, ასევე ჭკვიანი მრიცხველებით გამრიცხველიანებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ობიექტის გაყოფის შემთხვევაში; ბ) მომხმარებლის მიერ შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.“. ბ) მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 მუხლი: „მუხლი 71. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები 1. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები. 2. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად და ხელი შეუწყონ მომხმარებლის წყლის მოხმარების ოპტიმიზაციას. 3. მომხმარებელი უფლებამოსილია 2024 წლის 1 ივლისიდან ქალაქ თბილისში, რუსთავსა და ბათუმში, 2025 წლის 1 ივლისიდან ყველა თვითმმართველ ქალაქში, ხოლო 2026 წლის 1 ივლისიდან – ყველა სხვა მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობა. 4. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს დანართი №4-ით განსაზღვრული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“, ხოლო არსებული მრიცხველის ნაცვლად მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში, დანართი №5-ით განსაზღვრული „მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის საფასური“. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს არსებული მრიცხველის ნაცვლად მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობა დანართი №5-ით განსაზღვრულ ვადაში, შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად. 7. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე იმ მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის დასამონტაჟებლად. 8. მრავალფუნქციურ ელექტრონულ მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები: ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა; ბ) კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად; გ) წაკითხვის უნარი არანაკლებ 12 საათში ერთხელ; დ) მრიცხველსა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია); ე) დროში დიფერენცირებული სატარიფო დარიცხვის განხორციელება; ვ) დისტანციურად წყლის მიწოდების შეწყვეტის აღდგენის უნარი; ზ) მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი; თ) არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია. 9. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველები დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს წყალმომარაგების ლიცენზიატს, რომლის უზრუნველყოფაზეც წყალმომარაგების ლიცენზიატი თავადაა პასუხისმგებელი. 10. მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ჭკვიანი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ლიცენზიატის მიერ შექმნილი პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღოს ინფორმაცია: ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ; ბ) მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის შესახებ; გ) წყალარინების მომსახურების საფასურის შესახებ; დ) ფაქტობრივი წყვეტების შესახებ (სტატუსის მითითებით); ე) აღრიცხვის მოშლის შესახებ (პერიოდის მითითებით); ვ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით და მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სასმელი წყლის მოხმარების ფაქტობრივ მონაცემებს, იყოს მარტივად აღქმადი (მათ შორის ვიზუალური დიაგრამების გამოყენებით) და იძლეოდეს სტატისტიკური ანალიზის შესაძლებლობას.“. გ) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს. დ) 181 მუხლის მე-12 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ განაცხადით მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (ამ მრიცხველებზე, დანართი №4-ით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის შესაბამისად);“. ე) 191 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 191. ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემის განაშენიანება 1. როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემაზე) ისეთი ობიექტების მიერთებას, რომლებიც მდებარეობენ სანიტარიული დაცვის ზონაში ან/და, სადაც დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, ან კანონმდებლობა სავალდებულოდ ითვალისწინებს მისაერთებელი ობიექტის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის დამუშავებას, ასეთ შემთხვევაში, ამ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე აკრძალულია ახალი ობიექტების (ახალი მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება, თუ ამავე დროს ადგილი აქვს ერთდროულად ქვემოთ მოცემულ ყველა გარემოებას: ა) აღნიშნულ ზონაში, უძრავ ქონებაზე (საცხოვრებელი სახლების/ბინების, საწარმოების ან სხვა ობიექტების) განთავსებული ან/და პროექტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ქსელის ექსპლუატაცია (მათ შორის, თუ ამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული აბონენტების ინდივიდუალური მომსახურება) უნდა განახორციელოს წყალმომარაგების ლიცენზიატმა; ბ) ადგილი აქვს ისეთი ტექნიკური პარამეტრებით მიერთების მოთხოვნას, რომელიც აშკარად არ შეესაბამება არსებულ წყალმომარაგების სისტემის საპროექტო მახასიათებლებს და არსებითი განახლების/განვითარების გარეშე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელში დაწნევის ან გამტარუნარიანობის, ან/და წყალარინების ქსელის გამტარუნარიანობის ან ჩაღრმავების გაზრდის გარეშე) არსებული წყალმომარაგების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ახალი მიერთებით მოთხოვნილი, მომხმარებლების მომარაგებისთვის საჭირო ტექნიკური პარამეტრების დაკმაყოფილებას; გ) აღნიშნულ ზონაზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებული სისტემის არსებითად განახლება არ არის გათვალისწინებული კომისიის მიერ შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმაში, ან ობიექტების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება მოთხოვნილია საინვესტიციო გეგმაში, აღნიშნულ ზონაზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულების თარიღამდე. 2. თუ ადგილი აქვს სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელიდან 75 მმ-ზე მეტი დიამეტრით მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნას და 200 მეტრის რადიუსში არსებულ წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებულ ქსელში, არ არსებობს მოთხოვნილზე მეტი დიამეტრის მქონე სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელი, ამავე დროს, ქსელი მოწყობილია ნორმების დაცვით და ადგილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარემოებას, ასეთ შემთხვევაში აკრძალულია ამ ახალი ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება ან წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული ობიექტის სიმძლავრის გაზრდა და მასზე გავრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები. 3. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების აკრძალვა ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ზონაში მდებარე მისაერთებელი ობიექტის წყალმომარაგების ქსელზე ინდივიდუალურად მიერთების მოთხოვნაზე (ამავე მუხლის პირობებისა და პროცედურების შესაბამისად). 4. ამ მუხლით გათვალისწინებული, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების აკრძალვა მოქმედებს იქამდე, სანამ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში ან მის ნაწილში მოეწყობა შესაბამისი წყალმომარაგების სისტემა და შევა ექსპლუატაციაში, ან მოიხსნება ამ მუხლით განსაზღვრული შემზღუდველი გარემოება, რის შემდგომაც ამ ზონაზე განთავსებული ობიექტ(ებ)ის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება განხორციელდება, წესების მე-18, 181 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული პირობების დაცვით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების აკრძალვის შემთხვევაში, წყალმომარაგების სისტემის განაშენიანება შესაძლებელია შესრულდეს, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის სანაცვლოდ, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების პირობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შეიქმნას გეგმარებით გათვალისწინებული ობიექტ(ებ)ის წყალმომარაგების სისტემა (სასმელი წყლის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა), განაშენიანების გეგმით გათვალისწინებული ახალი ობიექტ(ებ)ის ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტ(ებ)ის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების/სიმძლავრის გაზრდისა და ამ მიერთებისთვის საჭირო განშტოების მოწყობის გარდა. 6. ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე, სადაც აკრძალულია ახალი მომხმარებლების მიერთება/სიმძლავრის გაზრდა, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური განისაზღვრება შემდეგი წესით:
DF – ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე წყალმომარაგების სისტემების განაშენიანების საფასური; AC – ტერიტორიულ გეგმარებით ზონის ფარგლებში არსებული ობიექტების სრულყოფილი წყალმომარაგების სისტემების მოწყობის ჯამური ღირებულება; n – ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე წყალმომარაგების სისტემებით მოსამარაგებელი ობიექტების რაოდენობა; CFk – ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე არსებული ცალკეული ობიექტ(ებ)ის (ახალი მომხმარებლების) მიერთების/სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც განსაზღვრულია ამ წესების დანართი №3-ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით; 7. იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე, სადაც აკრძალულია ახალი მომხმარებლების მიერთება, წყალმომარაგების სისტემის განაშენიანების პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა ერთმანეთისგან იზოლირებულ ზონებად, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური განისაზღვრება თითოეულ იზოლირებულ წყალმომარაგების სისტემაზე განცალკევებულად. 8. წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში ნათლად უნდა იყოს მოცემული მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური, შესრულების ვადები, ამ სამუშაოს შედეგად შექმნილი ქონების წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებისა და ექსპლუატაციის საკითხი. 9. წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე ერთჯერადად მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფისთვის საჭირო წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური, თუ მხარეები საფასურის გადახდის სხვა პირობებზე არ შეთანხმდნენ. 10. ტერიტორიულ გეგმარებით არეალში ან მის ცალკეულ ზონაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა უნდა შესრულდეს წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ამასთან, ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს, წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას, წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების შეთანხმებულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში განმცხადებელს დაუბრუნოს წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის ის წილი, რა წილითაც სახელშეკრულებო ვადაზე მოხდა ვადის გადაცილება, მაგრამ არაუმეტეს ჯამური ღირებულების 100%-ისა. 11. წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის სრულად გადახდის სანაცვლოდ, წყალმომარაგების ლიცენზიატი უზრუნველყოფს წყალმომარაგების ერთიანი სისტემის მოწყობისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს, მათ შორის, წყალმომარაგების სისტემის გაყვანას, საშუალებების შეძენას, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას, ექსპლუატაციაში გაშვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს. 12. იმ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში, სადაც აკრძალულია ახალი მომხმარებლების მიერთება/სიმძლავრის გაზრდა, წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით: ა) დაინტერესებულმა პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს და განაცხადს თან დაურთოს ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში გათვალისწინებული ყველა მისაერთებელი ობიექტისთვის საჭირო ჯამური და ინდივიდუალური წარმადობის შესახებ ინფორმაცია, ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა და ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის დეტალური პროექტი (დადასტურებული შესაბამისი აკრედიტებული პირის/ორგანოს მიერ), რომელიც უნდა მომზადდეს წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული წინასაპროექტო დოკუმენტის საფუძველზე. ამასთან, თუ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული წინასაპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ერთმანეთისგან იზოლირებული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის შესაძლებელია წარდგენილ იქნეს წყალმომარაგების სისტემის მოწყობის დეტალური პროექტი, მხოლოდ რომელიმე კონკრეტული იზოლირებული წყალმომარაგების სისტემის მონაკვეთზე და გეგმარებით ზონაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის ესკიზურ რუკასთან ერთად, ამ კონკრეტული ზონის მითითებით; ბ) „წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მოთხოვნის შესახებ“ სრულყოფილი განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია განმცხადებელს აცნობოს წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური, სადაც დეტალურად უნდა იყოს მოცემული ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში დაინტერესებული პირის მიერ დასაფინანსებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი წყალმომარაგების ერთიანი სისტემის პროექტი ვერ უზრუნველყოფს მითითებულ ზონაში არსებული ობიექტ(ებ)ის სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების მომსახურების სტანდარტულ დონეზე გაწევის შესაძლებლობას, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს მასში ცვლილების შეტანა (აუცილებლობის შემთხვევაში); გ) წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის გადახდის შემდეგ, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია წერილობით მოსთხოვოს წყალმომარაგების ლიცენზიატს ერთი თვის ვადაში წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, სადაც ხელშეკრულებო ვადა უნდა იყოს, მოთხოვნილი სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო გონივრული ვადა.“; ვ) 27-ე მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-12–მე-16 პუნქტები: „12. თუ ობიექტი წყალმომარაგების სისტემაზე მიერთდა 2025 წლის 1 იანვრამდე შესრულებულ წყალმომარაგების სისტემის განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში (სასმელი წყლის არაუმეტეს 25 მმ ან/და წყალარინების არაუმეტეს 100 მმ დიამეტრის ახალი ობიექტის მიერთებისას) და აღნიშნულ ობიექტზე ადგილი აქვს სასმელი წყლის მოხმარებას, წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს მოახდინოს ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირება და ფაქტობრივ მოხმარებელს დაარიცხოს მოხმარებული სასმელი წყლისა და ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური უნდა გადანაწილდეს არანაკლებ 24 თვეზე თანაბარწილად (თუ მხარეები უფრო მეტ ვადაზე წერილობით არ შეთანხმდებიან). წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ფაქტობრივ მომხმარებელს იდენტიფიცირებისთანავე წერილობით აცნობოს მოხმარებული სასმელი წყლის და მიერთების საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ და მოსთხოვოს მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა, წესების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. როდესაც, სასმელი წყლის მოხმარების მიუხედავად, პირი უარს აცხადებს მოხმარებული სასმელი წყლის ან/და ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდაზე, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს სასმელი წყლის მიწოდება და იმოქმედოს წესების შესაბამისად. 13. 2025 წლის 1 იანვრამდე შესრულებულ წყალმომარაგების სისტემის განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, თუ ადგილი აქვს საერთო საკუთრების ტერიტორიაზე, ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთებას (მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლის მიერთებას), წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს, წყალმომარაგების ქსელზე თითოეულ მიერთებაზე მოახდინოს ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირება და დაარიცხოს მას ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, ახალი ობიექტის მიერთების საფასური თითოეული ახალი მომხმარებლისთვის განისაზღვრება: ინდივიდუალური შენობა-ნაგებობის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მილის დიამეტრზე წესების დანართ №3-ით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის საფასურის, ამ შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების სისტემაზე ინდივიდუალურად მიერთებული ახალი მომხმარებლების (აბონენტების) ფაქტობრივ რაოდენობაზე თანაბარწილად გაყოფით. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების (მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლის მიერთების) საფასურის განსაზღვრის წესი 2024 წლის 1 მარტამდე ასევე ვრცელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე უცნობი მიერთების გამოვლენის შემთხვევაზეც. ამასთან, გამოვლენილ უცნობ მიერთებაზე ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის დარიცხვის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის გადახდის ან მის გადახდაზე შეთანხმების შემთხვევაში. 15. წესების 71 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. 16. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ”, 2025 წლის 1 მარტამდე წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია, ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვალდებულების შესრულებისთვის გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.“; ზ) დადგენილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის“ (დანართი №3) პირველი პუნქტის: ზ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მისაერთებელი ობიექტის კუთვნილი ტერიტორიიდან – შესაბამის წყალმომარაგების სისტემამდე 0-დან – 100 მეტრი რადიუსის შემთხვევაში:
ბ) მისაერთებელი ობიექტის კუთვნილი ტერიტორიიდან – შესაბამის წყალმომარაგების სისტემამდე 100-დან – 200 მეტრის რადიუსის შემთხვევაში:
ზ.ბ) „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას (მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში), ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის – 100 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის შემთხვევაში – 300 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით.“; თ) დადგენილების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (დანართი №4) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4 მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური 1. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით: ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში:
ბ) წყალარინების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში:
“; ი) დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური“ (დანართი №5).
„დანართი №5
მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური
“. 2. „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“: ა) 31 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს: ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა; ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა –ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე განცხადების საშუალებით; გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა; დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან განაცხადის საშუალებით.“. 3. „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილების (ვებგვერდი, 05/01/2022, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016517) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“: ა) 59-ე მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლები, რომლებსაც აღრიცხვის კვანძი (რომელიც გამოიყენება ანგარიშსწორებისთვის), საკუთრებაში ჰქონდათ წესების ამოქმედებამდე, ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღნიშნული აღრიცხვის კვანძი მფლობელობაში გადასცენ სისტემის ოპერატორს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული პირობით, შესთავაზოს მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება და განუსაზღვროს მათ გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. ამასთანავე, მათ აღრიცხვის კვანძის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქცირებული ჩარევისგან და სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის კვანძთან. ამ პუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით: ა) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2024 წლის 1 მარტამდე, კომისიას წარუდგინოს იმ მომხმარებელთა სია, რომელთა საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძი, არ არის სისტემის ოპერატორის მფლობელობაში (წერილობითი ფორმის დაცვით) და გამოიყენება მომხმარებელთან ანგარიშსწორებისთვის; ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2024 წლის 1 აპრილამდე, შესთავაზოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება მათ საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძების სისტემის ოპერატორისთვის მფლობელობაში გადაცემის შესახებ; გ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეწყვიტოს იმ მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგება, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების მიუხედავად, ექსპლუატაციას უწევს მათ საკუთრებაში არსებულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძებს, ამ ხელშეკრულების გაფორმების ვადის გასვლიდან, დამატებითი გონივრული ვადის განსაზღვრისა და ამ დამატებითი ვადის გასვლის შემთხვევაში, მომარაგების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების შემდეგ. 3. წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სისტემის ოპერატორს განესაზღვროს ვადა 2025 წლის 1 ივლისამდე. ამასთანავე, 2024 წლის პირველ აპრილამდე, სისტემის ოპერატორებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მომსახურების ცენტრების შესახებ, სადაც ახორციელებენ განაწილების საქმიანობას, ხოლო არაუგვიანეს 2024 წლის პირველ ივლისამდე კი – წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულებისთვის საჭირო, შემუშავებული გეგმა-გრაფიკი შესათანხმებლად. 4. სისტემის ოპერატორს, დროებითი მიერთებისა და მომხმარებლის მომარაგების სქემის რეკონსტრუქციის სტანდარტული პირობების და მომსახურების ღირებულების განსაზღვრის შესახებ, წესების მე-20 მუხლის მე-4 – მე-7, მე-9 და მე-11 პუნქტებით, ასევე 23-ე მუხლის მე-3-მე-5 განსაზღვრული პირობების დანერგვისთვის ვადა განესაზღვროს 2024 წლის 1 ივნისამდე. 5. სისტემის ოპერატორებს, არსებული ბაზების მოდიფიცირებისა და წესების 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით, განესაზღვროთ ვადა 2024 წლის 1 ივნისამდე. 6. მიმწოდებელი ვალდებულია, 2024 წლის 1 მარტამდე დააკმაყოფილოს 39-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრული განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ ერთ-ერთი მოთხოვნა, იმ სისტემის ოპერატორთან მიმართებაში, ვის სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებელზეც ახდენს ბუნებრივი გაზის მიწოდებას. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე, კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი მტკიცებულებებით, მიწოდების საქმიანობის (სისტემის ოპერატორის არეალის მიხედვით), ამ არეალში განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის და ამ მომსახურების ანგარიშსწორების სისტემის ოპერატორთან არსებული მომსახურების პირობის შესახებ.“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“, „ზ.ბ“ „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“, „ზ.ბ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები