დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნომებრის №589 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 07/03/2005 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.007.118 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.118
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №197
2005 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №589 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №589 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №126, მუხ. 1119) დამტკიცებულ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სპეციალური სამსახურები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიცია, ჯანმრთელობის დაცვის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების) სპეციალური სამსახურები, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურები;”
ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
სპეციალური სიგნალების, ლურჯი ან ლურჯი და წითელი ფერის შუქურის დაყენება-გამოყენების ნებართვა გაიცემა ოპერატიულ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის, ხანძარსაწინააღმდეგო, საბანკო დაწესებულებების საინკასაციო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელ სამსახურებზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.”
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები