დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 250 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 186, 30/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.001.194 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №250
2008 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებასა (სსმ III, 2005 წელი, №154, მუხლი 1714) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს 21 პუნქტი;
ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს „გ.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ.გ) ბავშვებზე ზრუნვა.“;
გ) დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება;“;
დ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „ო1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ო1. ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;“;
ე) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სოციალური მომსახურების სააგენტო;“;
ვ) დებულების მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
ე) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების კოორდინაცია და კონტროლი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები