დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №496 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 444 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.024277 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №496 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2021, 390050010.10.003.023050) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების გარდა, საქართველოს ტყის საზღვარი შეიძლება, დაკორექტირდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მიწის ნაკვეთზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციების ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ IV და IV1 თავებით გათვალისწინებული წესით.“. 2. დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტყის საზღვრის კორექტირების წესი მოქმედებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სისტემური და სპორადული რეგისტრაციების პროცესის სამუშაოების დასრულებამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ტყის მართვის ორგანოებმა, ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი საქმიანობის ფარგლებში უნდა გაითვალისწინონ სისტემური და სპორადული რეგისტრაციების შედეგები.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს მის ამოქმედებამდე დაწყებულ სარეგისტრაციო წარმოებებზე, რომლებთან დაკავშირებითაც არ არის მიღებული რეგისტრაციის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები, ასევე მიწის ნაკვეთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციების ფარგლებში დასრულებულ სარეგისტრაციო წარმოებებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები