|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას 59 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 510 მუხლი: „მუხლი 510 სამეანო-ნეონატალური სერვისის DRG მეთოდით დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებით: ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ, 2024 წლის 1 იანვრამდე დამდგარ DRG მეთოდით ასანაზღაურებელ შემთხვევებზე არ გავრცელდეს №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი ფინანსური ჯარიმები; ბ) პროგრამით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი 2024 წლის 1 იანვრამდე წერილობითი ფორმით განმახორციელებლის წინაშე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“): ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტითა და №1.10 დანართით განსაზღვრული მომსახურებისა) დაფინანსება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“; ბ) 22-ე მუხლის: ბ.ა) მე-7 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტაციონარული მომსახურება (გარდა კომბუსტიოლოგიის (დანართ №1.2-ის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“, დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტები), გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის (დანართი №1.11), თრომბოლიზისის/თრომბექტომიის (ინსულტის შემთხვევაში), დანართ №1.12-ითა („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“) და №1.15-ით („ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“) განსაზღვრული მომსახურებისა) ფინანსდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების (DRG) მეთოდით, ამასთანავე:“; ბ.ბ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნებისა (60 დღე და მეტი) და ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ხანგრძლივი დაყოვნების/ქრონიკული მოვლის (60 დღე და მეტი) (მათ შორის, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა) ანაზღაურება ხდება №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით.“; ბ.გ) 74 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) დანართ №1.2-ის („გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები“) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნების/ქრონიკული მოვლის ტარიფები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; დ) დანართ №1.5-ის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 31 და 32 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“): დ.ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მშობიარობა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად; დ) საკეისრო კვეთა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად.“; დ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: ა) მშობიარობა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად; ბ) საკეისრო კვეთა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად.“; ე) დანართი №1.14 („შესაბამისი საჭიროების (რესპირატორული დისტრეს სინდრომის) მქონე ნეონატალური ასაკის ბენეფიციარების სპეციფიკური მედიკამენტით უზრუნველყოფა“) ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები