საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 15 ნოემბრის №5 ბრძანებით დამტკიცებულ საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესში და პირობებში" ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 01/03/2005
დოკუმენტის ტიპი საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 29/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 29/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.26.018.007.113
  • Word
1
01/03/2005
სსმ, 26, 29/08/2005
310.060.000.26.018.007.113
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 15 ნოემბრის №5 ბრძანებით დამტკიცებულ საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესში და პირობებში" ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  310.060.000.26.018.007.113

დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

ბრძანება 1

2005 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 15 ნოემბრის №5 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესში და პირობებში” ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 15 ნოემბრის №5 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №136, მუხ. 1221) დამტკიცებული საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის  ჩატარების წესისა და პირობების №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. საბურავის ცვეთა საბურავების პროტექტორის სიმაღლე 2 მმ-ზე ნაკლებია

იხსნება

კონკურსიდან

გ) მე-9 პუნქტის 9.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9.2. დაზიანებულია სალონის განათების სისტემა და იატაკი, დარღვეულია ჰერმეტულობა 

იხსნება

კონკურსიდან

დ) მე-10 პუნქტის 10.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10.2. კარ(ებ)ი გაუქმებულია, არ იღება

იხსნება

კონკურსიდან

ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13. მძღოლის ხილვადობა

უკანა ხედვის სარკეები დაზიანებულია, საქარე  მინასაწმენდები გაუმართავია

იხსნება

კონკურსიდან

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ა. ჩხიკვაძე