სს „ჰეშ“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

სს „ჰეშ“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/11/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2023
სარეგისტრაციო კოდი
260
03/11/2023
ვებგვერდი, 13/11/2023
სს „ჰეშ“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება  №260

2023 წლის 3 ნოემბერი

თბილისი

სს „ჰეშ“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის  თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, 31 მუხლის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 34-ე პუნქტის და მე-13 მუხლისა და „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის №152/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს სს „ჰეშ“-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია, ამ განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.

2. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემამდე სს „ჰეშ“-ს შეეზღუდოს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 7 (შვიდი) თვის მანძილზე რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება.

3. რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება სს „ჰეშ“-სთვის ხდება ეტაპობრივად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის                                                  

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი                                                 ნათელა თურნავა