საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №51 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ" ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №51 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ" ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 01/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 31/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.18.011.007.108
  • Word
43
24/02/2005
სსმ, 24, 01/03/2005
220.010.000.18.011.007.108
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №51 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ" ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.18.011.007.108

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №43

2005 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №51 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1517-ე მუხლისა და ახალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრე-ზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №51 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ,,საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ (სსმ III, 2004 წ., №30, მუხლი 255) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პირს ენიჭება უფლება დამოუკიდებლად აირჩიოს საბანკო დაწესებულება საკრედიტოსაანგარიშსწორებო და საკასო მომსახურებისათვის. ამასთან, მას შეუძლია საბანკო ანგარიშები შეუზღუდავად გახსნას ერთ ან რამდენიმე ბანკში. დაუშვებელია ერთსა და იმავე ბანკში ორი ან რამდენიმე საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. გარკვეული მიზნითა და პირობებით საბანკო ოპერაციების წარმოებისათვის პირებს (გარდა კომერციული ბანკებისა) ასევე შეუძლიათ გახსნან შემდეგი სახის მიზნობრივი ანგარიშები: საბროკერო საქმიანო-ბისათვის, მიღებული გრანტებისათვის, აქციონერთა, მეპაიეთა, პარტნიორთა პირველადი შენატანებისა და სხვა აუცილებელი ღონისძიებებისათვის.“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ცნობას საგადასახადო ორგანოდან სათავო საწარმოს აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.“.

4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ, საიდენტიფიკაციო ნომ-რის მითითებით.“.

5. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,დამოწმებულს სანოტარო წესით“ და ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ხელმოწერის ნიმუშს.“.

6 . მე-9 მუხლის 5.1 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) ცნობას საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.“.

7. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. თუ პირი, გარდა ფიზიკური პირისა, რომელიც არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ანგარიშს ხსნის იმავე საბანკო დაწესებულებაში, სადაც მას უკვე აქვს ანგარიში, ახალი ანგარიშის გახსნისას ვალდებულია წარადგინოს ბანკში:

ა) განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ;

ბ) ხელმოწერის ნიმუშის ბარათი, დამოწმებული სანოტარო წესით;

გ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.

8. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მეორე წინადადება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საფირმო სახელის, აგრეთვე დაქვემდებარების შეცვლისას ანგარიშის მფლობელი ბანკის დაწესებულებაში წარადგენს განცხადებას მომხდარი ცვლილებების შესახებ და შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებას ან მის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.“.

9. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საბანკო დაწესებულება უფლებამოსილია ინდივიდუალურ მეწარმეს, იურიდიულ პირს, აგრეთვე იმ ორგანიზაციულ წარმონაქმნებს, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, ანგარიში დაუხუროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეატყობინებს ამ ანგარიშის დახურვის შესახებ საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ი. მანაგაძე