დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 აპრილის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.35.148.016774 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 აპრილის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/04/2023, 02008016.35.148.016753) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552 მუხლით, 555, 556, 642, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე მუხლით, 1191 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 მუხლით, 134-1351 მუხლებით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლით, 150-1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512 მუხლით, 152-ე მუხლით, 1522 მუხლით, 1525-1529 მუხლით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1561 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლით, 1591 მუხლით და 1662 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილება მიენიჭოს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალურ ინსპექციას“ (ს/ნ 418481011) მიერ უფლებამოსილ თანამშრომლებს (შემდგომში – ინსპექციის თანამშრომლები).“; ბ) დადგენილების 11 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 49-ე მუხლით, 51-ე მუხლით, 512 მუხლით, 513 მუხლით, 52-ე მუხლით, 533 მუხლით, 55-ე მუხლით, 553 მუხლით, 63-ე მუხლით, 64-ე მუხლით, 65-ე მუხლით, 66-ე-67-ე მუხლებით, 68-ე მუხლით, 71-ე მუხლით, 73-ე-76-ე მუხლებით, 825 მუხლით, 86-ე მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 17314 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალურ ინსპექციის“ (ს/ნ 418481011) მიერ უფლებამოსილ თანამშრომლებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები