დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017416 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, 140130000.22.034.016557) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტიპური დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და პირადი საქმეების წარმოება, ასევე, მათი ფოტოგრაფირება და მათთვის დაქტილოსკოპიური მონაცემების აღება (შესაბამისი ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში);“. 2. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული შინაგანაწესის (დანართი №2): ა) მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. პირის მოთავსებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება, ასევე, დაქტილოსკოპიური მონაცემების აღება იმ იზოლატორებში, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი მოწყობილობით. მოთავსებული პირის ფოტოსურათი იტვირთება ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ხოლო დაქტილოსკოპიური მონაცემი მიეწოდება სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს.“; ბ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. დაქტილოსკოპიური მონაცემების აღება 1. მოსათავსებელი პირის პირადი დათვალიერების ჩატარების შემგომ, შესაბამისი აღჭურვილობის მქონე იზოლატორის თანამშრომლის მიერ ხდება დაკავებულისთვის დაქტილოსკოპიური მონაცემის აღება. 2. მოსათავსებელი პირის მიერ დაქტილოსკოპიური მონაცემის აღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, იზოლატორის თანამშრომელი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული ჩაატაროს იძულების წესით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებების გამოყენებით.“; გ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. იზოლატორის მოსამსახურე უფლებამოსილია არ მიიღოს იზოლატორში მოთავსებული პირის ამანათი, თუ ნივთი/პროდუქტი არის ვადაგასული, დაზიანებული ან არსებობს ვარაუდი, რომ ის საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან/და შეუძლებელია მისი ვარგისიანობის დადგენა. 62. იზოლატორში მოთავსებულ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით, იზოლატორის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიზღუდოს ამანათების მიღება, შესაბამისი საფრთხის აღმოფხვრამდე.“. 3. შინაგანაწესის დანართი №1-ის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომელთა დღის განმავლობაში ამანათის სახით მიღების, აგრეთვე, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლებაც აქვს მოთავსებულ პირს“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კვების პროდუქტები: ყველა სახეობის ხილი, კენკროვანი და კურკოვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა (არაუმეტეს 3 კილოგრამისა), ყველი (დაჭრილი სახით, არაუმეტეს ნახევარი კილოგრამისა), ძეხვეული (დაჭრილი სახით, არაუმეტეს ნახევარი კილოგრამისა), პურ-ფუნთუშეული (დაჭრილი სახით ), ხორცეული (ძვლის გარეშე) და თევზი (ფხის გარეშე).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები