დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 314/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016787 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 08/01/2018; ს/კ: 220010040.18.011.016268) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული ბანკის მიერ GSSS სისტემაში ოქროს სერტიფიკატის განაღდების დადასტურების შემდგომ ბანკი SWIFT სისტემის მეშვეობით ავტორიზებული შეტყობინებით აცნობებს ეროვნულ ბანკს შესაბამისი ზოდის მიღებაზე მის მიერ უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბუთის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა) GSSS სისტემაში „ნაწილობრივი დაფარვის” შეტყობინების შესაბამისი უნიკალური ნომრის მითითებით. ოქროს ზოდის სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში SWIFT შეტყობინება ეროვნულ ბანკს გაეგზავნება არაუგვიანეს იმავე დღეს, საოპერაციო საათების დასრულებამდე. 2. ბანკი SWIFT შეტყობინებაში მითითებული პირის მეშვეობით ეროვნული ბანკის სალაროდან მიიღებს ოქროს ზოდის სერტიფიკატის შესაბამის ზოდს/ზოდებს შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო საბანკო დღიდან სამი სამუშაო საბანკო დღის ვადაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილების შემთხვევაში ეროვნული ბანკის სალაროდან ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი ზოდები ბანკზე შესაძლებელია გაიცეს განსხვავებულ ვადებში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები