დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016474 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 24-ე მუხლის „დ.ა.“ პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 1900200020.35.124.016458) :
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით (ათასი ლარი):
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათასი ლარი)) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათასი ლარი) განისაზღვროს ბაღდათის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 18,620.6 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 9,745.7 ათასი ლარის ოდენობით.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7,410.7 ათასი ლარის ოდენობით.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1,464.2 ათასი ლარის ოდენობით.
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 12,104.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1.განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6,914.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7,447.7 ათასი ლარის ოდენობით. ბ) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 532.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 6,515.1 ათასი ლარით, ხოლო მთლიანი სალდო -399.7 ათასი ლარის ოდენობით.
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -69.7 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023 წლის ვალის მოცულობა 100.0 ათასი ლარის ოდენობით:
ბაღდათის მუნიციპალიტეტს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“-დან აღებული სესხით შეძენილი აქვს თანამედროვე ნაგავმზიდები და ნაგვის ურნები. აღნიშნული სესხის ჯამური მოცულობა შეადგენს 584.1 ათას ლარს. გადახდა დაიწყო 2018 წელს და უნდა დასრულდეს 2026 წელს. სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით ყოველწლიურად გადასახდელი თანხის მოცულობა პირობითია და ის ზუსტდება გადახდის მომენტში, რომელიც წლის მანძილზე ხორციელდება ორ ეტაპად: 28 აპრილს და 28 ოქტომბერს. 2023 წელს შემცირება იგეგმება 100.0 ათასი ლარით. 12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები) მე-2 პუნქტის დ); დ.ა); დ.ბ); ე); და ე.დ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განათლება (კოდი 04 00) პრიორიტეტის მოკლე აღწერა-პრიორიტეტი განათლება ხორციელდება სამი მიმართულებით: სკოლამდელი განათლება; სკოლის გარეშე განათლება; სასკოლო განათლების ხელშეწყობა. სკოლამდელი განათლების მიზანია აღსაზრდელების სკოლისათვის მომზადება, ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდის და განათლების მიწოდება. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, თანამედროვე სასწავლო სტანდარტის დანერგვას და განხორციელებას. სკოლის გარეშე განათლების მიწოდება ხდება მუნიციპალიტეტში არსებული შემდეგი დაწესებულებების მეშვეობით: მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი – სადაც განხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები, დაიწყება ამ კუთხით მიზანმიმართული ღონისძიებების პრაქტიკის დანერგვა, მოსწავლეთა აქტიური ჩართვა მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირება. სასკოლო განათლების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიწყო 2019 წელს, მთავრობის განკარგულების შესაბამისად დელიგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. მიმდინარე წელს ჩატარდება რამდენიმე საჯარო სკოლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და განხორციელდება მოსწავლეთა ტრანსპორტირება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება სასწავლო დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს: სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის სფეროში მოქმედი სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დანერგვას და განხორციელებას, კვებითი უზრუნველოფას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და განვითარებას, თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას და სხვა.“ „დ.ა) სკოლამდელი აღზრდა (კოდი 04 01) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური წლის განმავლობაში დაქვემდებარებულ ა.(ა).ი.პ-თან ერთად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული თანამედროვე სასწავლო სტანდარტის დანერგვა, ასევე ამ სტანდარტის შესაბამისად სასწავლო სააღმზდელო დაწესებულებების ინფრასტუქტურის მოწყობა და შესაბამისი კვებითი უზრუნველყოფა, პროგრამის ფარგლებში ა.(ა).ი.პ-ში შემავალ დაწესებულებებთან ერთად მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობის გაზრდა და ეფექტური მართვის სისტემის ჩამოყალიბება. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში ბავშვებისათვის იმ აუცილებელი ცოდნისა და ქცევის ნორმების შეძენა, რაც უზრუნველყოფს მის მზადყოფნას სკოლაში წასვლისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის. გაერთიანებისა და ოჯახის ურთიერთობის ოპტიმალური ფორმების დანერგვა და პარტნიორული ურთიერთობის დამყარება. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა. აღსაზრდელის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციური განვითარებაზე ზრუნვა. აღსაზრდელთათვის საზოგადოებაში ადაპტაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა. აღსაზრდელთა ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობის შესაბამისად ცოდნით უზრუნველყოფა. პროგრამის მიზანია სკოლამდელი დაწესებულებების თანაბარი ხელმისაწვდომობა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება, უსაფრთხო და მიმზიდველი გარემოს შექმნა. სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.“. „დ.ბ) სასკოლო და სკოლის გარეშე განათლების ხელშეწყობის პროგრამა (კოდი 04 02) პროგრამა გულისხმობს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. რაც შეეხება არაფორმალურ განათლებას, განხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები, დაიწყება ამ კუთხით მიზანმიმართული ღონისძიებების პრაქტიკის დანერგვა, მოსწავლეთა აქტიური ჩართვა მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სასწავლო დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობა. თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა. ეს დაწესებულებებია: მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი არის მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურულ, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო, აღმზრდელობით ზნეობრივ საქმიანობას, ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებას, ჰარმონიულ, ინტელექტუალურ, ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას. მათი შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესის განვითარების მიზნით სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის და ღონისძიებების ორგანიზება. მოზარდთათვის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბავშვების ხელშეწყობა, შ.შ.მ. პირთათვის სხვადასხვა პროგრამების შემუშავება და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. მოსწავლეთათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობა, საზოგადოებაში ადაპტაციის უნარ-ჩვევების შეძენა პროგრამის მიზანია საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მოზარდთათვის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.“. „ე) კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (კოდი 05 00) პრიორიტეტის მოკლე აღწერა – ბაღდათის მუნიციპალიტეტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აგრძელებს კულტურული, ახალგაზრდული, სპორტული ღონისძიებების და ეკლესიის ხელშეწყობას. პრიორიტეტი გულისხმობს კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს პოპულარიზაცია-განვითარებას, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას. კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალი თაობის შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, კულტურული ცხოვრების მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების შენარჩუნებას და პოპულარიზაციას, სპორტის განვითარების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას, სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას და მათ მრავალფეროვნებას. ამ მიზნით ფუნქციონირებს: რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, საბავშვო მუსიკალური თეატრი; ჯანსუღ ღვინჯილიას სახელობის ცენტრალური და 6 სასოფლო ბიბლიოთეკა ინოვაციების ცენტრი, ბაღდათის საინფორმაციაო ცენტრი,სამოლაშქრო ტურიზმი „გაიცანი ბაღდათი“; ვ.ვ. მაიაკოვსისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; საფეხბურთო კლუბი „საირმე“; სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრი. სოფელ წითელხევის „კოტე ფოცხვერაშვილის სახ. ხელოვნების სკოლა“ „ვალერიან ქაშაკაშვილის სახ. მუსიკალური სკოლა“ „სალოტბარო სკოლა“. „ე.დ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (კოდი 05 02) პროგრამა გულისხმობს კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს პოპულარიზაცია-განვითარებას, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას. კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალი თაობის შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მიმზიდველი და საინტერესო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შექმნას, სადაც მოსახლეობა იღებს განათლებას და ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს განათლებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ინფრასტრუქტურის განვითარებას. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების შენარჩუნების და პოპულარიზაციის მიზნით ფუნქციონირებს ა.(ა).ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი, რომელშიც თავის მხრივ გაერთიანებულია: 1. რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. 2. ჯანსუღ ღვინჯილიას სახელობის ცენტრალური და 4 სასოფლო ბიბლიოთეკა. 3. ვ.ვ. მაიაკოვსისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ა(ა)იპ „სამუსიკო და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანება“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის „სამუსიკო და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანება“ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ სამუსიკო-სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს დაწყებით და საბაზო საორიენტაციო საფეხურებზე. უზრუნველყოფს სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას.ქართული ტრადიციული გალობის და ხალხური სიმღერის შენარჩუნება და ახალგაზრდებისათვის უფასოდ შესწავლას.მოსწავლეთა კონკურსებში, ფესტივალებში და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფას. ზრუნვა მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე. გაერთიანება მოიცავს: 1. სოფელ წითელხევის „კოტე ფოცხვერაშვილის სახ. ხელოვნების სკოლას“ 2. „ვალერიან ქაშაკაშვილის სახ. მუსიკალური სკოლას“ 3. „სალოტბარო სკოლას“ პროგრამის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ბიბლიოთეკების, მუზეუმების და თეატრისადმი მოსახლეობის დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდა, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, მიმზიდველი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შექმნა, კულტურის დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირება. მოსწავლეთათვის შესაბამისი დაწყებითი სამუსიკო-სახელოვნებო განათლების მიცემა.“ 13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები