„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 001330000.22.026.017152
113
20/11/2023
ვებგვერდი, 21/11/2023
001330000.22.026.017152
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №113

2023 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამკერდე ნიშნის სერტიფიკატის ნიმუშები №4 დანართის შესაბამისად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის:

ა)  №4 პლანშეტის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო სპეციალისტი“, აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამასთან, სამკერდე ნიშანთან ერთად გაიცემა ამ ბრძანების №4 დანართით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატი.“;

ბ) №5 პლანშეტის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო მსროლელი“ (III ხარისხი) აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამასთან, სამკერდე ნიშანთან ერთად გაიცემა ამ ბრძანების №4 დანართით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატი.“;

გ) №6 პლანშეტის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო მსროლელი“ (II ხარისხი), აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამასთან, სამკერდე ნიშანთან ერთად გაიცემა ამ ბრძანების №4 დანართით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატი.“;

დ) №7 პლანშეტის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო მსროლელი“ (I ხარისხი), აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამასთან, სამკერდე ნიშანთან ერთად გაიცემა ამ ბრძანების №4 დანართით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატი.“;

ე) №8 პლანშეტის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო ათლეტი“ (III ხარისხი), აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამასთან, სამკერდე ნიშანთან ერთად გაიცემა ამ ბრძანების N4 დანართით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატი.“;

ვ) N9 პლანშეტის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო ათლეტი“ (II ხარისხი), აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამასთან, სამკერდე ნიშანთან ერთად გაიცემა ამ ბრძანების N4 დანართით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატი.“;

ზ) №10 პლანშეტის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო ათლეტი“ (I ხარისხი), აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამასთან, სამკერდე ნიშანთან ერთად გაიცემა ამ ბრძანების №4 დანართით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატი.“.

3. დამტკიცდეს დანართი №4 თანდართული რედაქციით. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე