„სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.017149
110
13/11/2023
ვებგვერდი, 14/11/2023
120260000.22.026.017149
„სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება №110

2023 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №435 ბრძანებით (ვებგვერდი, 110613020, 13/06/2011; სარეგისტრაციო კოდი: 120260000.22.026.016054) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი (შემდგომში – J-7 დეპარტამენტი) ვალდებულია ხელი შეუწყოს კოორდინატორის მუშაობას.“.

2. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ლიცეუმის კურატორი საარჩევნო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც დაუყონებლივ უგზავნის შესაბამის ლიცეუმს, ხოლო ლიცეუმი ვალდებულია უზრუნველყოს ლიცეუმის კურატორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ საჯაროდ განთავსება ლიცეუმის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას.“.

3. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) J-7 დეპარტამენტის თანამშრომელი.“;

ბ) მე-7  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. J-7 დეპარტამენტის თანამშრომელი უფლებამოსილია განახორციელოს დაკვირვება შესაბამის ლიცეუმში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. J-7 დეპარტამენტის თანამშრომელთა ვინაობა J-7 დეპარტამენტის უფროსის მიერ ეცნობება ლიცეუმის კოორდინატორს და ამავე ტერიტორიაზე მდებარე ლიცეუმის საარჩევნო კომისიებს.“.

4. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ლუქი მთლიანად დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და დალუქული საარჩევნო ყუთი საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულებით დაუყონებლივ გადაეცემა J-7 დეპარტამენტს.“.

5. 28-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9 ამ დებულების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით J-7 დეპარტამენტისათვის ბიულეტენების გადაცემის შემთხვევაში კოორდინატორი ამოწმებს/იკვლევს საარჩენო კომისიის შესაბამისი განკარგულების დასაბუთებულობას, საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს და დამკვირებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოორდინატორი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული შემოწმება/გამოკვლევის შედეგად კოორდინატორი იღებს გადაწყვეტილებას ბიულეტენების დათვლის შესახებ ან შუამდგომლობს ლიცეუმის კურატორის წინაშე არჩევნების ჩაშლილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე