დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 437 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024270 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 32 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში, შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.12 („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“), №1.13 („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“), №1.15 („ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“) და №1.16 (ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტით უზრუნველყოფა) დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიწოდების მსურველი დაწესებულებების ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე გამოცხადდეს მორატორიუმი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“): ა) მე-4 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტით, №1.10 და №1.16 დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთანავე:“; ა.ბ) 13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი: „14. №1.16 დანართით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №1.16 დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“; ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტით, №1.10, №1.14 და №1.16 დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) დაფინანსება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“; გ) 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქიმიო და ჰორმონული პრეპარატებით (გარდა №1.16 დანართით გათვალისწინებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებისა) პაციენტთა უზრუნველყოფის შემთხვევაში, ტარიფის არეალს წარმოადგენს ფასთა განაწილების ქვედა ნახევარი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება, შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება მოცემული ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული №1.1 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები – მათ შორის, №1.16 დანართით გათვალისწინებული) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა დანართ №1.15-ით გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა) – წლიური ლიმიტი 25 000 ლარი − ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე;“. 4. დადგენილებით დამტკიცებული №1.3 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“): ა) პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები – მათ შორის, №1.16 დანართით გათვალისწინებული) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა დანართ №1.15-ით გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა): წლიური ლიმიტი – 25 000 ლარი − ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე;“; ბ) მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე, მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები – მათ შორის, №1.16 დანართით გათვალისწინებული) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა დანართ №1.15-ით გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა) – წლიური ლიმიტი − 25 000 ლარი − ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე;“. 5. დადგენილებით დამტკიცებული №1.4 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე, მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები – მათ შორის, №1.16 დანართით გათვალისწინებული) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა დანართ №1.15-ით გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა): წლიური ლიმიტი – 25 000 ლარი − ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე;“. 6. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის №1.16 დანართი („ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტით უზრუნველყოფა“):
„დანართი №1.16
ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტით უზრუნველყოფა 1. ამ დანართით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს: ა) ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართებით: №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით, №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებითა და №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეებისთვის ამავე პუნქტებით განსაზღვრული მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტის შესყიდვას; ბ) სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირებას, შენახვასა და გაცემას – სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და სამკურნალო საშუალებების ბენეფიციარებზე გაცემა. 2. ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტებისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 3. ამ დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 4. ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის დადგენილი ფორმით განმახორციელებლისათვის მიწოდება. 5. ამ დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დასრულებამდე გაცემული საგარანტიო ფურცლები (როგორც „საყოველთაო ჯანმრთლეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“, ასევე „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული) ვალიდურია ამ დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში. 6. ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ბენეფიციარებზე გაცემისა და ადმინისტრირების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. HER-2 რეცეპტორ-დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის და HER-2 რეცეპტორ-დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით შესყიდული მედიკამენტები გაიცემა ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართებით: №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით, №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებითა და №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეებზე, გარდა ქ. თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული პირებისა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები