დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელ ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვარის) დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 17/02/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.027.007.091 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/02/2005 - 11/03/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.007.091
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №306
2005 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების კონკურსის ჩატარების პირობებისა და ტესტირებისათვის აუცილებელ ქულათა რაოდენობის (მინიმალური ზღვრის) დადგენის შესახებ
I. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველის კანონის მე-19 მუხლისა და„იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
1. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსი ჩატარდეს 2 ეტაპად. პირველი ეტაპი ჩატარდეს ტესტირების, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრების ფორმით.
2. ტესტი შედგება 100 შეკითხვისაგან, თითოეულ კითხვაზე გაცემული სწორი პასუხი შეფასდეს 1 ქულით.
3. კონკურსანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთდროულად ორ ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.
მუხლი 2.
1. კონკურისის მეორე ეტაპზე (გასაუბრებაზე) გამსვლელ კონკურსანტთა რაოდენობა განისაზღვროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული ვაკანტური თანამდებობების ორმაგი ოდენობით.
2. გასაუბრებაზე მიწვეულ იქნენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომელებიც ტესტირების შედეგად დააგროვებენ ქულების მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ 75 ქულისა.
II. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები