ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016040
132
03/11/2023
ვებგვერდი, 09/11/2023
000000000.00.105.016040
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №132

2023 წლის 3 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, საზოგადოებრივი გაერთიანება „ზუგდიდი-დარჩელის უხუცეთა საბჭოს“ ინიციატივის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 23 ოქტომბრის №01/2146 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე სკვერს ეწოდოს „დარჩელის პარკი და გმირთა მემორიალი“ (ორთოფოტო თან ერთვის).

2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გიგა ფარულავა