„მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №108/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №108/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 305/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016781
305/04
07/11/2023
ვებგვერდი, 09/11/2023
220010000.18.011.016781
„მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №108/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №305/04

2023 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №108/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №108/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016705) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რისკის ზედამხედველები – საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული რისკის კატეგორიის შეფასებაზე თითოეული მიკრობანკისა და სისტემის დონეზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა