დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3722-XIIIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190030000.05.001.102028 |
|
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) დემატერიალიზებული ფორმით არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს ანგარიშზე ჩანაწერის სახით და რომლის გამოშვება და შენახვა ხდება ამ კანონისა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“; ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-14 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზეა გამოშვებული და რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ დემატერიალიზებული ფორმით. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია შეიძლება განხორციელდეს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე, იმავე კანონმდებლობით დაშვებული ფორმით.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, მიმოქცევა, დაგირავება და აღრიცხვა, აგრეთვე პროცენტის გადახდა და ძირითადი თანხის დაფარვა წესრიგდება ამ კანონით, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
|
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3722-XIIIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები