„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3719-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 490000000.05.001.102030
3719-XIIIმს-Xმპ
16/11/2023
ვებგვერდი, 07/12/2023
490000000.05.001.102030
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 25) დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

„მუხლი 321. უფლებები ფასიან ქაღალდებზე

1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებზე უფლების წარმოშობა,  შეცვლა,  გადაცემა  და  შეწყვეტა  წესრიგდება  იმ  ქვეყნის სამართლით, სადაც შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშია გახსნილი.

2. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის დასადგენად გამოიყენება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის დებულებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2023 წ.

N3719-XIIIმს-Xმპ