დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭოს – სამინისტრის კოლეგიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ლტოლვილთთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №481 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 25/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.22.029.007.090 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.090
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №110
2005 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭოს – სამინისტროს კოლეგიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №481 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭოს – სამინისტროს კოლეგიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №481 ბრძანებით (სსმ III, №134, 2004 წ., მუხ. 1188) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიან მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელი პირები.”.
2. მე-3 მუხლის:
ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია.”.
3. მე-4 მუხლის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მინისტრისათვის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა.”.
4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დავალება და მითითება შეიძლება გაფორმდეს მინისტრის ადმინისტრაციული აქტით, ან რეზოლუციის სახით, რომლის შესრულება სავალდებულოა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოსათვის”.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები