„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2023
ძალაში შესვლის თარიღი 10/11/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017148
109
08/11/2023
ვებგვერდი, 09/11/2023
120340000.22.026.017148
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს   თავდაცვის 

მინისტრის 

ბრძანება №109

2023 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებით (ვებგვერდი 09/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.017092) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  1 პუნქტი:

„ი1) მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის, მუნიციპალიტეტის მერიის/თბილისის რაიონის გამგეობის მიერ პირთა სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და  სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაციის განხორციელება;“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეფორმების განხორციელების სამმართველოს კომპეტენციებია:

ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სისტემის რეფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია, გაწვევის გეგმების პროექტების შედგენა, მათი გაცნობა მუნიციპალიტეტის მერიის/თბილისის რაიონის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის და რეალიზაციის გრაფიკის დადგენა;

გ) მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება და ამ მიზნით:

გ.ა) შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის ან დოკუმენტაციის გამოთხოვა;

გ.ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება, მინისტრისათვის წარდგენის მიზნით;

დ) სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ე) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის და ცენტრალური გამწვევი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 10 ნოემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე