დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016579 |
|
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2022, 010250050.35.167.016551). |
| მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის:
1. მე-3 მუხლს დაემატოს 22-ე და 23-ე პუნქტები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით : „22. იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარების ხელშეწყობა. 23. 2022 – 2023 სასწავლო წლის აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული, მაღალი აკადემიური მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ერთჯერადი ფულადი წახალისება.“. 2. მე-5 მუხლს დაემატოს 24-ე და 25-ე პუნქტები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „24. იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარება. 25. 2022-2023 სასწავლო წელს აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული, მაღალი აკადემიური მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები.“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს 19-ე და 20-ე პუნქტები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „19. იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარება, თანხის ჩარიცხვა.“ 20. 2022-2023 სასწავლო წელს აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული, მაღალი აკადემიური მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების წახალისება.“. 4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „მუხლი 7. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის, გათვალისწინებულია -1 211 000 (ერთიმილიონ ორასთერთმეტიათასი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის - 180 000 (ასოთხმოციათასი) ლარი. ჯამში: - „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 1 391 000 (ერთიმილიონ სამას ოთხმოცდათერთმეტიათასი ) ლარი.“. 5. მე-9 მუხლს დაემატოს 25-ე და 26-ე პუნქტები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „25. იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარების ხელშეწყობა; ა) განცხადება (მშობლის, მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის); ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი/ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; ვ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის) საბანკო რეკვიზიტი; ზ) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი. 26. 2022 – 2023 სასწავლო წლის აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული, მაღალი აკადემიური მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ერთჯერადი ფულადი წახალისება ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა შესაბამისი აკრედიტებული პროფესიული სასწავლებლიდან ორივე სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ; დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“. 6. მე-10 მუხლს დაემატოს 25-ე და 26-ე პუნქტები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „25. იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარების ხელშეწყობის მიზნით, მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 26. 2022 – 2023 სასწავლო წლის აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული, მაღალი აკადემიური მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ერთჯერადი ფულადი წახალისება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი №2 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები