დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 216 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 03/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016316 |
|
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 17.10.2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016048) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ექსპორტიორი სახელმწიფოს მიერ გაცემული კონკრეტული სხ-ის ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატი, გარდა შემთხვევისა, თუ საჰაერო ხომალდის იმპორტი ხორციელდება EASA-ს წევრი ქვეყნიდან, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი;"; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ამ საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების შესახებ, თუ შესაბამისი ექსპლუატანტი თავად არ არის სერტიფიცირებული საწარმო და არ ახორციელებს აღნიშნული საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვას;“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) საჰაერო ხომალდზე არსებულ რადიოგადამცემებში, სააგენტოს მიერ მინიჭებული 24-ბიტიანი კოდის შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთების სააგენტოში წარდგენა ხორციელდება სხ-ის იდენტიფიცირების შემდეგ.“. 3. დანართი №1-№4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები