„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 413
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017753
413
06/11/2023
ვებგვერდი, 07/11/2023
200090000.22.033.017753
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №413

2023 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირს (გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირისა) ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპების შესახებ მიეწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.“.

2.  151 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების – შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – დავების განხილვის საბჭო) გადაწყვეტილება შეიძლება მომჩივანს გაეგზავნოს ელექტრონული ფორმით (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან გავრცელდეს საჯაროდ.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი არარეზიდენტი ფიზიკური პირია და არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებელი, მის მიმართ მიღებული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება ექვემდებარება საჯაროდ გავრცელებას შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) განთავსებით.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი