„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 415
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017755
415
06/11/2023
ვებგვერდი, 07/11/2023
200090000.22.033.017755
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №415

2023 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის:

1. „ჭ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ1) 571 და 572 უჯრებში აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე ფაქტობრივად დასაქმებულ პირზე განაცემის მიხედვით საშემოსავლო გადასახადს. ასევე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე პირის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფილიალი, საამქრო და ა.შ.) არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ უჯრებში შეიტანება ამ ქვედანაყოფში ფაქტობრივად, მათ შორის, სეზონურად დასაქმებულ  პირზე განაცემის მიხედვით საშემოსავლო გადასახადი;“.

2. „ჭ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი