სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 5 23 00002202
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 25/08/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2023
სარეგისტრაციო კოდი
REG 5 23 00002202
25/08/2023
ვებგვერდი, 06/11/2023
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

 ბრძანება №REG 5 23 00002202

2023 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიულიპირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის ,,კ’’ პუნქტის შესაბამისად, :

1. გაიცეს შპს ,,ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოზე“ (ს/კ 245435514; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. №164/ტბელ აბუსერიძის №2) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია’’.

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ (ს/კ 245435514) დირექტორის, სოლომონ ფუტკარაძის განცხადება: №739511, 13.07.2023წ.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი N9, 24.08.2023წ.

ადგილზე შემოწმების აქტი N ლნ - 2134 - 50, 17.08.2023წ.

სააგენტოს დირექტორი   ირაკლი მხეიძე