უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 1 23 00002208
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 29/08/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2023
სარეგისტრაციო კოდი
REG 1 23 00002208
29/08/2023
ვებგვერდი, 06/11/2023
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სააგენტოს

ბრძანება № REG 1 23 00002208

2023 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს მისამართის ცვლილება: შპს „სისხლის ბანკის“ (ს/კ 205222285; ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №2/6) ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს „სისხლის ბანკი“ (ს/კ 205222285; ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №13/მიხეილ ჭიაურელის ქ. N6) და გაიცეს საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ახალი სალიცენზიო მოწმობა.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „სისხლის ბანკის" გენერალური დირექტორის, დავით ლოლიაშვილის, განცხადება: №878889, 21.08.2023 წ.;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება № M14002156/3, 31.03.2014 წ.

 

სააგენტოს დირექტორი                                                       ირაკლი მხეიძე