„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017145
106
03/11/2023
ვებგვერდი, 06/11/2023
280120000.22.026.017145
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №106

2023 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავდაცვის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა  და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:.

2მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

8. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს მისი წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო  გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში − წოდებრივი სარგოს სრულ ოდენობას.“.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხულ მსმენელებს;“.

4. მე-9 და 9მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, გარდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც გადიან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს/პროგრამას, აღნიშნული კურსის განმავლობაში მიეცემათ წოდებრივი სარგო ყოველთვიურად 1250 ლარის ოდენობით ფაქტობრივად ნამსახურები კალენდარული დღეების პროპორციულად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს, გარდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის/პროგრამის წარმატებით დასრულებისა და სამხედრო სამსახურის გაგრძელების შემდეგ ხელფასი მიეცემათ ამ ბრძანებით დადგენილი ოდენობით.

მუხლი 91

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს წოდებრივი სარგო მიეცემა სამხედრო ნაწილში ჩარიცხვის დღიდან.“.

5. მე-16 მუხლის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №8);“.

6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18

ოფიცერთა, კაპრალთა და სერჟანტთა, ასევე პროფესიულ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფ რიგითთა შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, სსრკ-ის ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე) მიხედვით ნამსახურობისათვის (გარდა სავალდებულო სამხედრო/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნამსახურობისა) ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;

დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;

ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;

ვ) 20-დან 25 წლამდე – 35%;

ზ) 25-დან 30 წლამდე – 40%;

თ) 30 წელი და მეტი – 45%.

შენიშვნა:

სავალდებულო სამხედრო/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნამსახურობასთან დაკავშირებით ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი არ ვრცელდება სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდზე.“.

7. 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 241

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს მაღალმთიან რეგიონში სამსახურისათვის მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 250 ლარის ოდენობით.“.

8. 243 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 243

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, ეროვნული გვარდიის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 375 ლარის ოდენობით.“.

9. 30- მუხლის:

) მე-8-91 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ რეინჯერთა მომზადების კურსი/პროგრამა, კომანდოს კურსი და/ან მოიერიშეს კურსი, კურსის/პროგრამის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 250 ლარის ოდენობით.

9. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა 91 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეებისა, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა, კურსის/პროგრამის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 450 ლარის ოდენობით.

9​​1. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი): სპეციალური დანიშნულების ჯგუფებში, სნაიპერთა ჯგუფში; სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი): სპეციალური დანიშნულების ჯგუფებში, სნაიპერთა ჯგუფში, საზღვაო სპეციალური ოპერაციების ასეულის საზღვაო სპეციალური ოპერაციების ოცეულში, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა, კურსის/პროგრამის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 750 ლარის ოდენობით.“;

) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სამინისტროს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა და აღარ მსახურობენ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 450 ლარის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ კურსის/პროგრამის დამთავრებიდან სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში მსახურობდა ოფიცერთა შემადგენლობა არანაკლებ 5 წელი, ხოლო კაპრალ-სერჟანტთა შემადგენლობა არანაკლებ 8 წელი. იმ კაპრალ-სერჟანტთა შემადგენლობას, რომლებიც კურსის/პროგრამის დამთავრების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში სამსახურის პერიოდში გახდნენ ოფიცრები, უნდა ჰქონდეთ სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში ოფიცრის ხუთწლიანი ან სერჟანტად და ოფიცრად ერთად ნამსახურობის 8-წლიანი სტაჟი.“.

10. 36- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 36

სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო/ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის, სსრკ-ის ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება №10 დანართით  გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;

ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი;

გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი;

დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი;

ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი.“.

11. 51- მუხლის მე-2 პუნქტის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, თუ დაღუპულ პირს გავლილი ჰქონდა სამხედრო სარეზერვო/სარეზერვო სამხედრო სამსახური;“.

12. 591 მუხლის მე-2 პუნქტის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული სწავლის წლიური საფასური და სტიპენდია არ გაიცემა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე;“.

13. №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

 

სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები

(ლარებში)

 

 

წოდება

 

კოდი

წოდებრივი

სარგო

1

გენერალი

G-4

7300

2

გენერალ-ლეიტენანტი

G-3

6050

3

გენერალ-მაიორი

G-2

4900

4

ბრიგადის გენერალი

G-1

3890

5

პოლკოვნიკი

O-6

2910

6

ვიცე-პოლკოვნიკი

O-5

2380

7

მაიორი

O-4

2080

8

კაპიტანი

O-3

1950

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

1890

10

ლეიტენანტი

O-1

1830

11

მთავარი სერჟანტი

S-8

2250

12

მასტერ სერჟანტი

S-7

2000

13

უფროსი სერჟანტი

S-6

1880

14

სერჟანტი

S-5

1760

15

უმცროსი სერჟანტი

S-4

1670

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი

S-3

1600

17

I კლასის რიგითი

S-2

1560

18

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი

S-1

1530

19

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის I კლასის რიგითი

SO-1

285

20

წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითი

SO-1

260

 

შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული წოდებრივი სარგოები არ ვრცელდება ამ ბრძანების მე-9 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირებზე, რომლებიც გადიან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს/პროგრამას. “.

14. №1 დანართის მე-6 - მე-10 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6

ვიცე-პოლკოვნიკი

O-5

2510

7

მაიორი

O-4

2310

8

კაპიტანი

O-3

2160

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

2060

10

ლეიტენანტი

O-1

2000

“.

15. №7 დანართის:

) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე, სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი, სარდლობის სერჟანტი, ბაზის უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი (მთავარი სერჟანტი), გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი, სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი) (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი – მთავარი დირიჟორი, ბრიგადის სერჟანტი, ცენტრის უფროსი/მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ბატალიონის მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სერჟანტი, სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი, სსიპ-ის მიმართულების უფროსი, საჰაერო ოპერაციების ცენტრის უფროსი, შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი, რაზმის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბატალიონის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სკოლის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის შტაბის უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სერჟანტი, სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის მატერიალური ქონების მართვის ცენტრის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მოადგილე და შტაბის უფროსი, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის უფროსი – მეთაურის მოადგილე, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შტაბის უფროსი, საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ავიაციის მთავარი ინჟინერი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი, დასავლეთი) შტაბის უფროსი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი, დასავლეთი) სერჟანტი, შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაურის მოადგილე, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის მეთაურის მოადგილე, შერეული საავიაციო ესკადრილიის შტაბის უფროსი, საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურის მოადგილე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ შტაბის უფროსი

500

“.

) მე-11 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

11

სკოლის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობის სკოლისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტებისა), კურსების/კურსის უფროსი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ბაზის სერჟანტი, კურსების/კურსის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ბატალიონის სერჟანტი, ესკადრილიის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის: მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსების/კურსის სერჟანტი, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის სერჟანტი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის დისლოცირებადი კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის სტაციონალური კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი,  სარდლობის შტაბის G-2 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-3 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-6 სამსახურის უფროსი,  სარდლობის შტაბის G-7 სამსახურის უფროსი, დასავლეთის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის საჰაერო თავდაცვის სისტემების სამსახურის უფროსი – მთავარი ინჟინერი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის ავიაციის საინჟინრო სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-2 სამსახურის უფროსი,  ეროვნული გვარდიის შტაბის G-3 სამსახურის უფროსი,  ეროვნული გვარდიის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-6 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-7 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-3/G-2 სამსახურის უფროსი, სსიპ  – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის  შტაბის G-6 სამსახურის უფროსი

 

 

 

 

 

375

“.

16. დანართი №8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №8

სპეციალური ოპერაციების სარდლობის მოსამსახურეთა დანამატები

(ლარებში)

დასახელება

დანამატი

თვეში

1

სპეციალური ოპერაციების სარდალი

1 500

2

სპეციალური ოპერაციების სარდლის მოადგილე

1 500

3

სპეციალური ოპერაციების სარდლობის შტაბის უფროსი

1 500

4

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის მეთაური (აღმოსავლეთი)

1 500

5

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის მეთაური (დასავლეთი)

1 500

6

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის მეთაური

1 500

7

რეინჯერთა ბატალიონის მეთაური

1 500

8

სპეციალური ოპერაციების სარდლობის შტაბის G-3 სამსახურის უფროსი ოფიცერი (ვიცე-პოლკოვნიკის საშტატო კატეგორია)

450

9

სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის სპეციალისტი

450

10

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის უზრუნველყოფის ოცეულის მომარაგების სპეციალისტი (სამოქალაქო პირი საშტატო კატეგორია)

450

11

სპეციალური ოპერაციების სარდლობის უზრუნველყოფის ასეულის უზრუნველყოფის ოცეულის

სატრანსპორტო ათეულის მძღოლი (სამოქალაქო პირი საშტატო კატეგორია)

450

12

სპეციალური ოპერაციების სარდლობის უზრუნველყოფის ასეულის ლაზარეთის აფთიაქის უფროსი

450

“.

17. დანართი №10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №10

 

სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები

(ლარებში)

 

 

წოდება

 

კოდი

დახმარების გაანგარიშების ნორმები

1

გენერალი

G-4

625

2

გენერალ-ლეიტენანტი

G-3

580

3

გენერალ-მაიორი

G-2

560

4

ბრიგადის გენერალი

G-1

505

5

პოლკოვნიკი

O-6

445

6

ვიცე-პოლკოვნიკი

O-5

360

7

მაიორი

O-4

305

8

კაპიტანი

O-3

260

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

235

10

ლეიტენანტი

O-1

220

11

მთავარი სერჟანტი

S-8

175

12

მასტერ სერჟანტი

S-7

160

13

უფროსი სერჟანტი

S-6

155

14

სერჟანტი

S-5

150

15

უმცროსი სერჟანტი

S-4

147

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი

S-3

145

17

I კლასის რიგითი

S-2

140

18

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი

S-1

135

“.

18. №12 დანართის მე-19 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

19

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითი

150

“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ ბრძანების:

ა) პირველი – მე-13 და მე-15-მე-18 პუნქტები გავრცელდეს 2023 წლის 13 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;

ბ) მე-14 პუნქტი გავრცელდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე