დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 5 ივლისის N09 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 03/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016166 |
40
03/11/2023
ვებგვერდი, 06/11/2023
310020000.55.067.016166
„გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 5 ივლისის N09 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
|
„გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 5 ივლისის №09 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 5 ივლისის №09 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სააგენტო უფლებამოსილია, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, დაუშვას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამონაკლისი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები