დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მისადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნომებრის სამთავრობათაშორისო ხელსეკრულებით გათვალიწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №750 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 18/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.110.000.22.033.007.069 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.007.069
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №78
2005 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №750 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და 248-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №750 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ., №140, მუხ. 1252) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულაში სიტყვები – ,,მე-4(8), 115-ე, 227-ე მუხლებისა” შეიცვალოს სიტყვებით – ,,მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის, მე-3 და 248-ე მუხლებისა” და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის, მე-3 და 248-ე მუხლებისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის დადებული სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ვბრძანებ:”.
2. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ბრძანება ძალაშია 2005 წლის 1 აპრილიდან.”.
3. ინსტრუქციის პირველ მუხლში სიტყვები – ,,მე-4(8), 115-ე, 227-ე მუხლებისა” შეიცვალოს სიტყვებით – ,,მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის, მე-3 და 248-ე მუხლებისა” და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია ,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის, მე-3 და 248-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს საერთაშორისო შეთანხმებებით დამატებული ღირებულების გადასახადის ხაზით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესს”.
4. ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები – ,,საგადასახადო ორგანოს” შეიცვალოს სიტყვებით – ,,საგადასახადო ინსპექციას”, ხოლო სიტყვები – ,,საგადასახადო დეპარტამენტში” შეიცვალოს სიტყვებით – ,,საგადასახადო ინსპექციაში” და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სდღგ-სერტიფიკატის მისაღებად პირმა წერილობითი განაცხადით უნდა მიმართოს საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. წერილობით განაცხადთან ერთად პირმა საგადასახადო ინსპექციაში უნდა წარადგინოს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.”.
5. ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტში სიტყვები – ,,საგადასახადო დეპარტამენტს” შეიცვალოს სიტყვებით – ,,საგადასახადო ინსპექციას” და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. მყიდველი ვალდებულია ყოველი თვის 15 რიცხვამდე, აგრეთვე სდღგ-სერტიფიკატის ყოველი შემდეგი პარტიის გატანისას საგადასახადო ინსპექციას წარუდგინოს მათ მიერ წინა თვის მიხედვით გახარჯული სდღგ-სერტიფიკატის მე-2 ეგზემპლარები.”.
6. ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტში სიტყვები – ,,საგადასახადო ორგანოს” შეიცვალოს სიტყვებით – ,,საგადასახადო ინსპექციას” და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. პირის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობის დასრულების ან/და კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ამის შესახებ ათი (10) დღის ვადაში წერილობით აცნობოს საგადასახადო დეპარტამენტს და შესაბამის საგადასახადო ინსპექციას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იმავდროულად ჩააბაროს მის სახელზე გაცემული სდღგ–სერტიფიკატები.”.
7. ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სერტიფიკატის მფლობელი პირები ვალდებულნი არიან შესაბამის საგადასახადო ინსპექციებში წარადგინონ არსებული ფორმით დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე, არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. გადამხდელის მიერ დეკლარაციის წარდგენა ხდება ყოველ საანგარიშო პერიოდზე, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას დასაბეგრი ბრუნვა.”.
8. ინსტრუქციის დანართები გადმოცემულ იქნეს ახალი რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საგადასახადო დეპარტამენტი
სერტიფიკატი №000
ამ სერტიფიკატით დასტურდება, რომ ------------------------------------------------------
(პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი)
წარმოადგენს------------------------------------------------------------------------------------
(პროექტის დასახელება)
----------- პროექტის
მონაწილეს, წილის მფლობელს, კონტრაქტორს, საოპერაციო კომპანიას, გამგზავნს, აფილირებულ პირს (საჭიროა გაესვას ხაზი) და აღნიშნული ხელშეკრულების . . . მუხლის შესაბამისად, პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით სარგებლობს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.
მოქმედების ვადა 200 წ. „ - - “ - - - - - - -“-დან 200 წ. „ - - “ - - - - - - - “-მდე
თავმჯდომარე (ხელის მოწერა)
შევსების თარიღი „ - - -“ - - - - - - - -“ 200 წ.

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები